რეგისტრირებული ფაქტები90472
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა გაერკვია საზოგადოებისა და განათლების კომისარიატის ურთიერთობის საკითხი. პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა საზოგადოების სამოქმედო გეგმა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით დოკუმენტი დასკვნისთვის განათლების კომისარს გაუგზავნეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ კოპინაშვილმა გამგეობას კავკავის ქართულ სკოლაში მასწავლებლის ადგილი სთხოვა. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, დავით ონიაშვილი, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ოქტომბერს მთავრობის სასახლეში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბუდუ მდივანთან მივიდა 9 მუშისგან შემდგარი დელგაცია მემორანდუმის გადასაცემად. მემორანდუმის (რომელსაც ხელს აწერდა 5132 მუშა) მოთხოვნები იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსი ჯარის გაყვანა, მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესება, გაუქმებულ თავისუფლებათა აღდგენა და პოლიტიკური ტუსაღების გათავისუფლება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ოქტომბერს მთავრობის სასახლეში რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ბუდუ მდივანი მუშათა დელეგაციას ჯერ დაჰპირდა მიღებას, 3 საათი აცდევინა და შემდეგ მეორე დღეს დაიბარა. სასახლიდან გამოსულ დელეგატებს ჩეკისტები შემოერტყნენ, დაიჭირეს და სარდაფში ჩაყარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში არავინ იცოდა დელეგაციის ბედი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 ოქტომბერს ალექსი გეგეჭკორი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მბეჭდავი ჯარიაშვილი სთხოვს ერთთვიან შვებულებას. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ჩიგოგიძე, დ. ონიაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სხდომის თავმჯდომარის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. თავმჯდომარე და საზოგადოების მდივანი ყოფილან განათლების კომისართან საზოგადოებასა და განათლების კომისარიატს შორის ურთერთობის საკითხებზე. კომისარმა ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი ვერ გასცა მათ. თავმჯდომარის წინადადებით გამგეობას უნდა აერჩია კომისია, რომელიც საქმის ვითარებას გააცნობდა რევკომის თავმჯდომარეს. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა რევკომის თავმჯდომარესთან მოლაპარაკება საზოგადოების საქმეთა შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ბავშვთა კვირის მომწყობი კომიტეტისთვის დახმარების საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, კომიტეტისთვის მიეცა ნახევარი მილიონი მანეთი და საზოგადოების მიერ გამოცემული საბავშვო წიგნების თითო ეგზემპლიარი ათ ბიბლიოთეკაში დასარიგებლად.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N11) დაიბეჭდა პარმენ ჭიჭინაძის ნეკროლოგი. იგი გარდაიცვალა მეტეხის ციხეში ტვინის ანთებით. ბოლშევიკურმა მთავრობამ უკანასკნელ წუთს მისცა მეგობრებს ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანის ნება. მას თავს ედგა სილიბისტრო ჯიბლაძე.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვში გაიცნო სოციალ-დემოკრატი მიხა ცხაკაია, რომელმაც უფრო დააკავშირა სოციალ-დემოკრატიასა და მუშათა კლასთან.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, ხარკოვიდან დაბრუნებულმა პარმენ ჭიჭინაძემ პირველად მუშაობა ქუთაისში დაიწყო. სულ მალე ყველამ იცოდა, რომ ექიმი ჭიჭინაძე დასელი იყო. მან დემოკრატიულ წრეებში მალე დაიმსახურა პატივისცემა, ანტიდემოკრატიულ წრეებში კი მტრები გაიჩინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძეს დიდი ღვაწლი მიუძღოდა ქუთაისში ახალგაზრდა მუშებისა და ნოქრებისთვის საღამოს სკოლების დაარსებაში, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, მერე კი მათგან უფრო ნიჭიერებს – სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, 1900-იან წლებში, როცა საქართველოში სოციალ-დემოკრატიის მეთაურობით ხალხმა მეფის ჯარის განიარაღება დაიწყო, პარმენ ჭიჭინაძე ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციურ სამხედრო შტაბს ხელმძღვანელობდა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: ბუთხუზი, კორძაია, გამყრელიძე, ჯაბაშვილი, დვალიშვილი, ფარესაშვილი და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: ლომსაძე, კობალაძე, მურადაშვილი, თედიევი, სანიკიევი, მარღიშვილი და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: ნ. და ზ. ცხოვრებაშვილები, ტოგონიძე, მაისურაძე, მეგრელიშვილი, ნავროზაშვილი და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: აბულაძე, ბაბლიძე, აზარიაშვილი, ზასოხევი და სხვ. წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“ ნათქვამია, რომ მეტეხი და საგუბერნიო ციხე სავსეა პოლიტპატიმრებით. გურიაში 72 კაცია დაჭერილი, აქედან 26 საგუბერნიო ციხეშია, ბათუმში – 28 სოციალ-დემოკრატი მუშა. ტუსაღები ცუდ მდგომარეობაში არიან, აძლევენ მეოთხედ გირვანქა პურს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N8) ცნობით, გ. კობიძე იყო რევკომის თავმჯდომარე.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N8) დაბეჭდილ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეიძის მიმართვაში „ყველა ხალხებს“ ნათქვამია, რომ ევროპისა და ამერიკის ხალხებმა უნდა იცოდნენ, როგორ დახმარებას მოელის მათგან საქართველო:
1. საჭიროა პურისა და წამლების დაუყოვნებლივ მიწოდება; ისინი პირდაპირ გაჭირვებულ მცხოვრებთ უნდა დაურიგდეს და არა საბჭოთა კომისრებსა და საოკუპაციო ჯარებს;
2. თავისუფალმა ერებმა უნდა აიმაღლონ ხმა, რომ საქართველოს დაეხმარონ დამპყრობელთა ტირანიისაგან განთავისუფლებაში, უნდა გაისმას მოთხოვნა, საქართველოდან გაყვანილ იქნენ ბოლშევიკური ჯარები და ხალხს თავისი ბედის თავისუფლად გადაწყვეტის საშუალება მიეცეს.

