რეგისტრირებული ფაქტები88278
სორტირება თარიღი კლებადობით
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ წინა დღით თბილისში ჩამოსულა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელი, სამოქალაქო ნაწილისა და სასაზღვრო საქმეთა მმართველი საქართველოში, სომხეთში, ასტრახანის გუბერნიასა და კავკასიის ოლქში ბარონი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა თბილისის კომენდანტ კოჩეტოვის განცხადება. კოჩეტოვმა შეატყობინა თბილისში გარდაცვლილი ორმოცდამეორე ესერთა პოლკის პოდპოლკოვნიკის, გვოზდევის მემკვიდრეებს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მათ შეეძლოთ მიეღოთ გარდაცვლილის აუქციონზე გაყიდული ქონებიდან შემოსული 250 რუბლი და 72 კაპიკი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 8 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ ბარონ როზენს მის სახლში დახვდნენ სამოქალაქო გუბერნატორი სტრეკალოვი, გენერალიტეტი, თბილისში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები, ქართველი თავად-აზნაურები და თბილისის საპატიო მოქალაქეები.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 15 აგვისტოს ახალციხის სამი ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე ბერძნულ-ქართული ეკლესიის მღვდლები, რომელთაც ახალი ანაფორები ემოსათ, ხატებითა და ჯვრებით გამოსულან. ჯვარ-ხატები და საეკლესიო ინვენტარი საქველმოქმედო შემოწირულობებისგან შეგროვებული თანხით შეუძენია და ახალციხეში გადმოუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვს.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 15 სექტემბერს ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი დავით ბერიძე გარდაიცვალა.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 1-ელ სექტემბერს სოფ. გუნდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ლუკა უზნაძე გარდაიცვალა.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 5 აგვისტოს სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ მჭედლიძე გარდაიცვალა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის აგვისტოში გენერალ-ლეიტენანტმა ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ჩეჩნეთზე გაილაშქრა.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის აგვისტოში კავკასიის ხაზის ხელმძღვანელი გახდა გენერალ-ლეიტენანტი ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის აგვისტოში მდინარე აქტაშთან ბრძოლაში დაჭრილმა გენერალმა გიორგი არსენის ძე ემანუელმა კავკასიის ხაზის ხელმძღვანელობა გენერალ-ლეიტენანტ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვს გადააბარა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის აგვისტოში მდინარე აქტაშთან გამართულ ბრძოლაში დაიჭრა გენერალი გიორგი არსენის ძე ემანუელი.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის აგვისტოში ინფანტერიის გენერალი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელად.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველ ივლისს მთავარეპისკოპოსი ოვანესი დაინიშნა სომხეთის პატრიარქადა და კათოლიკოსად.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 26 მაისს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ მოსეშვილი გარდაიცვალა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1831 წლის 7 მაისს, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს მიუღია შეტყობინება ვაჭარ ივანე ჩეტვერიკოვისაგან. ვაჭარი ამცნობდა, რომ მცირეოდენ ხანში შეგროვებული შემოწირულობებით, მას მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო ხატმწერთან შეუკვეთავს ხატები, ასევე შეუკვეთავს საეკლესიო ჭურჭელი, სახარება და სამოსელი სამღვდელოებისათვის.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1824 წელს პოლკოვნიკი მიხინი სოხუმის კომენდანტი იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის მთავარ დიმიტრი შარვაშიძის ძმა იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ დიმიტრი შარვაშიძე აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის შვილი იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თამარ დადიანი აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის დედა იყო.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1824 წელს აფხაზთა უშედეგო ამბოხების შემდეგ, მიხეილ შარვაშიძე ყველა აფხაზმა სცნო აფხაზეთის კანონიერ მმართველად.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ სამოქალაქო მრჩეველი კავალინსკი რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებული ყოფილა მეფე გიორგი XII-სთან.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, სადაც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. ანგარიშის მიხედვით, მეფე გიორგის ცხედარი მეორე დღესვე გადაუსვენებიათ სიონის საკათედრო ტაძარში, რადაგან მის საცხოვრებელში, რომელიც სულ ორი ოთახისგან შედგებოდა, შეუძლებელი იქნებოდა ცერემონიის ჩატარება.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, რომელშიც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. მეფე გიორგის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ოსმალეთის სულთან მუსტაფა IV-ს ქელეშ-ბეის წინააღმდეგ აუმხედრებია მისი შვილი ასლან-ბეი, შეპირდა რა ამ უკანასკნელს სამთავროსა და მრავალ სხვა ჯილდოს.

