რეგისტრირებული ფაქტები88285
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დავით კლდიაშვილის იუბილეს მომწყობი კომისიისა და მწერალთა კავშირის საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე საიუბილეო დღის წესრიგი შეიმუშავეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში ქალაქის საბჭომ დაადგინა, საარტისტო საზოგადოების თეატრის შენობა იძულებით ჩამოერთმიათ მისი პატრონის, დავით საგნაგსკისთვის. ფასზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მისთვის შენობის საფასურად უნდა მიეცათ 397254 მანეთი, როგორც იყო შეფასებული.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის, ნოტას, აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ორ მოძმე ხალხს შორის კეთილმეზობლური განწყობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა, და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მთავრობა მომავალში მონახავდა ქართველის ხალხისთვის მისაღებ პოლიტიკურ ენას.
1919
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინისგან მიიღო ნოტა, რომელშიც ის თეთრი მოძრაობის ლიდერის, ანტონ ივანეს ძე დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩაბმას მოითხოვდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე პარიზში წარგზავნილი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის დასაწყისში ზურაბ მაჩაბელი საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის თებერვალში ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა გორში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სერგო ივანეს ძე ევლახიშვილის მონაწილეობით სახელმწიფო თეატრში დაიდგა ოპერა „სევილიელი დალაქი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ინჟინერ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით რკინიგზის სახაზინო სამმართველოს შენობაში გაიმართა თათბირი საუღელტეხილო რკინიგზის თბილისი-კავკავის გზაზე გაყვანის შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გზათა სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი ინჟინერი იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძისა და კოლაუ ნადირაძის მონაწილეობით ქუთაისში გამოიცა ჟურნალ „შვილდოსნის“ პირველი ნომერი. ჟურნალი ღირდა 30 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა, ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარება 2 000 მანეთამდე გაეზარდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბინაში გაიმართა გამგეობის წევრთა საგანგებო კრება, რომელსაც ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას მეურვეები დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გადაწყდა ცნობილი ამერიკელი ფინანსისტის, ლუი ბრანდესის საქართველოში ჩამოსვლა. მისი ვიზიტი უკავშირდებოდა ამიერკავკასიაში რკინიგზის გაყვანას.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ ლანქარანში (აზერბაიჯანი) მცხოვრები ქართველებისგან დეპეშა მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უხარიათ სამშობლოს დამოუკიდებლობის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ქვეყნის დასახმარებლად.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 იანვარს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი ჟურული, წევრებად აირჩიეს ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში საგანგებო რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ შეიტყო, რომ უცნობი პირები საქართველოდან სავალუტო საქონლის გასაზიდად და ბირჟაზე სავაჭროდ ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.

