საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89217

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭის ბოლშევიკების კომიტეტმა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისგან წერილი მიიღო, რომლითაც ის აფრთხილებდა კომიტეტს არ გამოსულიყო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს კონსერვატორიის დარბაზში უნდა გამართულიყო ცისფერყანწელთა პოეზიის საღამო. პაოლო იაშვილს უნდა წაეკითხა ცისფერყანწელების დეკლარაცია, გრიგოლ რობაქიძეს – „სიტყვა პოეზიაში“, ტიციან ტაბიძეს – „ცისფერი ყანწები“, ალი არსენიშვილს – „ბრინჯაოს მასკები“, რუს პოეტ სერგეი გოროდეცკის – „ქართული სიმბოლიზმის რჩეულობა“. საკუთარ ლექსებსა და ფრანგი პოეტების თარგმანებს კი წაიკითხავდნენ პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ლელი ჯაფარიძე, კოლაუ ნადირაძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ შეიპყრო სასურსათო კომიტეტის მეორე ნაწილის თავმჯდომარე ა. ა ვართანოვი და მეტეხის ციხეში გაგზავნა. დაპატიმრება უკავშირდებოდა უკანასკნელ პოლიტიკურ ამბებს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ივლისს, 10 საათზე, ქალაქის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ საბჭოს წევრებს გამოჩენილი სოციალ-დემოკრატის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალება აუწყა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში თბილისში ჩამოსული სამხედრო დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი ფრიდრიხ ფონ კრესი, 25 ოფიცრისგან შედგებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასურსათო მაღაზიის დაწვის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს შტაბის კაპიტანი გიორგი ოზოლი, პუგალევინი, კირევიჩი და სხვ. ამ პირებმა ცეცხლი გააჩინეს და მთავრობის წარმომადგენელთა მისვლის დროს რაიონის სხვადასხვა ადგილას ატეხეს სროლა, რათა ადმინისტრაციისათვის გზა აებნიათ და ცეცხლის გაჩენის ნამდვილი მიზეზი დაემალათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მიწათმოქმედების სამინისტრომ ბორჯომის წყლის კონტრაგენტ დავით ქებაძის საშუალებით სტამბოლში ბორჯომის წყალი გაგზავნა. წყალი ქართულ ფულზე უნდა გაყიდულიყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე სანიტარულმა ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქში პარტახტიანი სახადის (ტიფი) და ქოლერას გავრცელებაზე ისაუბრა. პარტახტიანი სახადი ქალაქში პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა ჯარის ჯგუფებმა შემოიტანეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში თბილისის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს სიონისტთა ფრაქციამ აღძრა საკითხი, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მომსახურე ებრაელებისათვის ახალი წლის დღესასწაულთან (როშ-ჰაშანა) დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულიყო 25-26 სექტემბერი და 4 ოქტომბერი. ებრაელთა ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა ამ თხოვნით მიმართა ქალაქისთავს, თვითმმართველობას და რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში სამინისტროს ლაბორატორიის მიმღებ კომისიაში სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავის წარმომადგენლებად დანიშნა ქიმიის კათედრის ასისტენტები ა. ციციშვილი და თამარ ბებურიშვილი, რომელთაც უხელმძღვანელებდა პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე სოციალური წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მუშა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დაიბადა 1888 წელს ოზურგეთში.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 18 აგვისტოს დაკავებულ ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძეს ჰყავდა: მეუღლე – 26 წლის; შვილები: ვაჟი – 10 წლის; გოგოები – 6 და 7 წლის.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.

1924

ტიპი: ავტორობა

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძის საქმეში მოიპოვება მისი ორი წერილი: ერთი მეგობრისადმი მიწერილი კონტრრევოლუციის შესახებ, ხოლო მეორე − მენშევიკებისადმი მიწერილი ჩეკადან.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 18 აგვისტოს ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-11 კომისარიატის მილიციელმა წითელგვარდიელის დახმარებით დაიჭირა სახაზინო ხაზინდრის გაძარცვის მონაწილე წამალაშვილი, რომელსაც აღმოაჩნდა გატაცებული 9 000 მანეთი და რევოლვერი „ნაგანი“.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ჰყავდა: დედა, მარია – 49 წლის, მცხოვრები სოფელ ალვანში; და, ანა – 28 წლის, დიასახლისი; ძმები: ლევანი – 26 წლის, სტუდენტი; ვასილი – 24 წლის, სტუდენტი; პეტრე – 20 წლის, სტუდენტი; გიორგი – 12 წლის, მოწაფე.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი დააკავეს 1923 წლის 30 მაისს თბილისში, თავის ბინაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სტამბოლში გაემგზავრა მთიელთა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარე იყო ბამბატოვი, წევრები – კანტემიროვი და მიქაელ ხალილოვი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით, ევგენი იოსების ძე ძიძიგური იყო მემანქანე, ტექნიკოსი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქალაქის საბჭომ დააკმაყოფილა პლატონ მოდებაძის (ქალაქისთავი) თხოვნა უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლებში სწავლის გადასახადის 200 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გადაწყვეტილება დაწყებით სასწავლებლებზე არ ვრცელდებოდა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 7 აპრილს დაკავებულ ევგენი იოსების ძე ძიძიგურს ჰყავდა: ცოლი, ოლია – 23 წლის, დიასახლისი; დედა, კატო – 60 წლის, მცხოვრებნი სოფელ საჭიდაოში.