საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90457

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართულ გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში ქუთაისის სახალხო გვარდიის ბინაში გაიმართა ქუთაისის ოლქის გვარდიელების ყრილობა, რომელსაც მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელიც დაესწრო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარემ ა. აგარონიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თანახმა იყო აღადგინა Status quo და სადაო საკითხები შეთანხმებით გამოერკვია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის სხდომაზე თავმჯდომარე ავეტის აგარონიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელ გერასიმე თომას ძე მახარაძეს მიესალმა, ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და 1918 წლის სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო მწუხარება გამოხატა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტეფანე ახმეტელს თბილისის დაცვა დაავალეს. მის განკარგულებაში იყო თბილისში მყოფი მთელი შეიარაღებული ძალები – წითელი არმია და რეგულარული ჯარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში ანტონ დელფუშე სწრაფი მატარებლით (№6) თბილისში ჩამოვიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ანტონ დელფუშე რომის პაპის, ბენედიქტის, დიპლომატიური წარმომადგენელი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ფოთის მილიციის უფროსს, მ. ნოდიასა და მთელ განყოფილებას ქალაქში წესრიგის დასამყარებლად სათანადო ზომების მიღებისთვის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულების მიხედვით, მთელი ქონება, გარდა იმისა, რაც მთავრობის სხვადასხვა დაწესებულებას სჭირდებოდა, 23 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში ო. ლაცაბიძის თავმჯდომარეობით ავლაბრისა და ორთაჭალის მუშათა კლუბებში ფრონტის პროლეტარული დღის მიტინგები გაიმართა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის სექტემბერში დაპატიმრებულ მალხაზოვს 39 ცალი 500-მანეთიანი აღმოაჩნდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა ერვანდ მალხაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნიკოლოზის ფულის გაყიდვაში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გუდაუთაში შეიპყრეს ცნობილი ყაჩაღი კოკი დადიანი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში დიმიტრი კალანდარიშვილი თბილისის სასახლის მეთვალყურედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი კაპანაძე საბიუჯეტო-სახაზინო განყოფილების რეგისტრატორად დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პ. ფაჩულია თბილისში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ბრიტანეთის მთავარ კომისრად დანიშნული ოლივერ უორდროპი ბათუმში ჩავიდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გენერალ ახმეტელაშვილის სიღნაღში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე პოლკოვნიკი კავკასიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი ამავე რაზმის უფროსის, პოლკოვნიკ ქარცივაძის თანხლებით სიღნაღის რაზმის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციის უფროსის დადგენილებით, ეზოებისა და სავაჭრო დაწესებულებათა უსუფთაოდ შენახვისათვის 500 მანეთით დააჯარიმეს თავართქილაძე, სააქოვი და სხვ., რომელთაც ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში 1 თვით ციხეში ჩასმა ემუქრებოდათ. 300 მანეთით დაჯარიმდნენ გომართელი, ადამოვი და სხვ., 100 მანეთით კიკნაძე და საპიცკი. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ უკანასკნელთ ორი თვით ციხე ემუქრებოდათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოლკოვნიკი დავით ერდიშხანის ძე ქარცივაძე სიღნაღის რაზმის უფროსი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს დუშეთში დაარსდა ჯარისკაცთა მოძრავი უნივერსიტეტი. ლექტორები ლექციების წასაკითხად დარიალსა და სხვა სასაზღვრო ობიექტებზე იგზავნებოდნენ. ამ პროცესების სამართავად კულტურულ-საგანმანათლებლო კომისია შედგა, რომლის წევრებიც იყვნენ: ნ. ჩიმაკიძე, ალექსიშვილი და ნ. წივწივაძე. ამ წელს გადაწყდა დუშეთში მოძრავი ბიბლიოთეკის მოწყობაც.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გენერალმა იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა ნორმების მარეგულირებელი რამდენიმე ბრძანება გამოსცა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა გედევანიშვილმა თბილისის კომენდანტის მოვალეობა მაიორ ფურცელაძეს დააკისრა.