საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს თბილისში ჩამოსული გერმანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ულრიხ რაუშერი ახალ ბებუთოვის ქუჩაზე მისთვის მომზადებულ ბინაზე გაემგზავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს, საღამოს 10 საათზე, თბილისში გერმანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ულრიხ რაუშერი თანამშრომლებთან ერთად ჩამოვიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს გერმანიის სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოში, ულრიხ რაუშერს, თბილისის სადგურზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე საბახტარაშვილი, სამხედრო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გედევანიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ალექსანდრე ზაქარიაძე, გზათა დეპარტამენტის დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე, გერმანიის დროებითი რწმუნებული ფონ დრიუფელი და სათვისტომოს წარმომადგენელები დახვდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 იანვარს საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელ ალექსანდრე ბეკზადიანის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა წინადადება, სადავო საკითხების გადასაჭრელად სომხეთში საგანგებო დელეგაცია გაეგზავნათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მუჰთარ ბეიმ მიიღო გიორგი ჩიჩერინის ნოტა, 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც არტაანი და ბათუმი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში 40 დღის აღსანიშნავად პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლიდან 1922 წლის ივლისამდე გ. ძნელაძე საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სრულიად რუსეთის აღმასკომის თავმჯდომარედ დაინიშნა მიხეილ კალინინი, სახელმწიფო კომისიის საბჭოს თავმჯდომარედ – ვლადიმერ ლენინი, ცკ-ის მდივნად – აბელ ენუქიძე. ა. კ. პრეზიდიუმის წევრებად: იოსებ სტალინი, ლევ კამენევი, გრიგორი პეტროვსკი, პეტრე გერმოგენის ძე სმიდოვიჩი, პეტრე ზალუცკი.

1921

ტიპი: თანამდებობა

კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 6 თვით მუშაობდა ადმინისტრაციული წესრიგის დამმყარებლად სოხუმში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ივანე ცომაია მონაწილეობდა რუსეთის ჯართან შეტაკებებში სადახლოსა და ნავთლუღში, შემდეგ ბატალიონმა უკან დაიხია ლანჩხუთამდე, სადაც 25 მარტს მთელი იარაღი და შემადგენლობა ცომაიამ საბჭთა ხელისუფლებას გადასცა. ამის შემდეგ ის ოზურგეთში ცხოვრობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ლევ ტროცკი სამხედრო-სახალხო კომისრად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ნიკოლაი სემაშენკო ჯანმრთელობის სახკომად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფელიქს ძერჟინსკი საქართველოს სახელმწიფო კომისრად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს იოსებ სტალინი ნაციონალური საკითხის კომისრად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო დანიშნულების ნაწილი, რომლის უფროსად მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილი დაინიშნა. მას სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სერგო ქავთარაძე რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე სალარიძე — მდივნად.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, მიხეილ ანჩაბაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეუერთდა და მასთან ერთად იმალებოდა სხვადასხვა ადგილას. მისი ჩვენების მიხედვით, პირველივე დღიდან დაიწყეს ხალხის ხოცვა, ხელში ჩაიგდეს ჩეკისტი იაკოვლევი და დახვრიტეს, შემდეგ დღეებშიც თავს ესხმოდნენ და ხვრეტდნენ ჩეკისტებს.

1921

ტიპი: თანამდებობა

კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უფროს მილიციონერად მუშაობდა ბათუმში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე ახალგაზრდა მარქსისტთა წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-22 წლებში გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე ტექნიკუმის მასწავლებელი იყო დიდ ჯიხაიში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-1923 წლებში ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ახალგაზრდა მარქსისტთა წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში ისიდორე სამსონის ძე ჯაში სოფელში მიწაზე მუშაობდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა 1921 წლამდე იყო ნაციონალ-დემოკრატი, შემდეგ – უპარტიო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-1922 წლებში გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა თბილისში გაგზავნეს, სადაც მილიციის მე-7 კომისარიატში დაიწყო მუშაობა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ივანე ნანუაშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.