რეგისტრირებული ფაქტები88256
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს, ოდესაში ყოფნის დროს, დუტუ მეგრელი ებრაელმა ექიმმა იაკობ ბარდახმა გადაარჩინა სიკვდილს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსი მირიანაშვილმა საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიიღო.
1930
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პეტერბურგის საგადასახადო სამსახურმა დააკმაყოფილა დუტუ მეგრელის მოთხოვნა გადასახადთა ინსპექტორად დანიშნვის შესახებ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს დუტუ მეგრელმა გაასაჩივრა სოცდაზღვევის მთავარი სამმართველოს გადაწყვეტილება მისთვის პენსიის შეჩერების შესახებ.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წელს ივანე მირიანაშვილმა შვილი ალექსი თბილისში ჩამოიყვანა და ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში მიაბარა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა საქართველოს პროფკავშირების საბჭოს გაუგზავნა დუტუ მეგრელის ნახიჩევანსა და ერევანში მუშაობის პერიოდის დახასიათებები.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლიდან ალექსი მირიანაშვილის მამა ივანე ცდილობდა შვილი კარგ სკოლაში მიებარებინა და რადგან არ იცოდა, სად იყო ასეთი სკოლა, ვინც რას ურჩევდა, შვილიც იქითკენ მიჰყავდა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სკოლიდან სკოლაში გადასვლის მიზეზი მამამისის გამოუცდელობა და კარგი სკოლების არცოდნა იყო.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს სოცდაზღვევის მთავარმა სამმართველომ მწერალთა პრეზიდიუმის დახასიათების საფუძველზე დუტუ მეგრელს აღუდგინა შეჩერებული პენსია.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ივანე მირიანაშვილმა თავისი შვილი ალექსი სოფელ საცხენისის სკოლაში წაიყვანა სასწავლებლად.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს ივანე მირიანაშვილმა შვილი ალექსი სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში მიიყვანა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა საქართველოს პროფკავშირების საბჭოსთან უშუამდგომლა დუტუ მეგრელს „შრომის გმირის“ წოდების მისანიჭებლად.

