რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1955
ტიპი: თანამდებობა
1955 წელს გაიოზ მაღლაკელიძე ქართული დემოკრატიული კავშირის საკონტროლო კომისიის წევრობიდან საკუთარი ნებით გადადგა. მან მიზეზად სახელმძღვანელო საბჭოს მიერ ორგანიზაციის წესდების განუწყვეტელი დარღვევა დაასახელა.
1955
ტიპი: ღონისძიება
1955 წელს ქრისტინე შარაშიძე მივლინებით იყო ლენინგრადში, სიძველეთა საცავებში შენახულ X-XI საუკუნის ქართულ ხელნაწერებზე სამუშაოდ.
1955
ტიპი: თანამდებობა
1955-1968 წლებში პეტრე ბახტურიძე განაგებდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურულ ნაწილს.
1955
ტიპი: თანამდებობა
1955 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
1955
ტიპი: თანამდებობა
1955 წლიდან გრიგოლ ჩიქოვანი გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის” მთავარი რედაქტორი იყო.
1954
ტიპი: გარდაცვალება
1954 წლის 25 დეკემბერს ბარეულის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ნესტორ იოსების ძე გვენცაძე გარდაიცვალა.
1954
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1954 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძე აღმოსავლეთ გერმანიაში ძალდატანებით გადაიყვანეს, ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. ის სიცოცხლის ბოლომდე საბჭოთა ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
1954
ტიპი: გარდაცვალება
ვანიონ დარასელი გარდაიცვალა 1954 წლის 13 აპრილს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წელს ქრისტინე შარაშიძემ მატედარანში ვეღარ მიაკვლია 1948 წლის მივლინების დროს ნანახ ქართულ ხელნაწერებს.
1954
ტიპი: ორგანიზაცია
1954 წელს გრიგოლ ავალიანის წერილის მიხედვით, მიუნხენში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით ურატაძეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხედართა ორგანიზაციის დაარსებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.
1954
ტიპი: თანამდებობა
1954 წელს ილია კუჭუხიძე უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხედართა საინიციატივო ჯგუფის წევრად აირჩიეს.
1954
ტიპი: ღონისძიება
1954 წლის 23 იანვარს ილია კუჭუხიძე ვერ დაესწრო მხედართა საინიციატივო ჯგუფის წევრად არჩევის თაობაზე დანიშნულ სხდომას, რადგან წერილი დაგვიანებით მიიღო. იგი გრიგოლ ავალიანს ბოდიშს უხდის და ახალ მისამართს უგზავნის.

