რეგისტრირებული ფაქტები93085
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გუდაუთაში ტრაგიკულად დაიღუპა ლევან სვიმონის ძე ყიფიანი, მას ქუთაისში ჩამოასვენებდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 4 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელს ქაშვეთის ეკლესიიდან იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის ეზოში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 4 თებერვალს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 4 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრნენ: ახლად არჩეული გამგეობის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი აფხაზი და ალექსანდრე ჟორჟოლიანი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრება დეპუტატებს: ბენია ჩხიკვიშვილსა და შალვა ნუცუბიძეს შორის 1-ელ თებერვალს მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობას გამართავდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1921 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, 1921 წლის 1-ელი იანვრიდან ალექსანდრე მათეს ძე ვაშაკიძე თბილისის რკინიგზის პირველი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის მაზლი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია ალექსანდრეს ასული ბარათაშვილისა ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის დედამთილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინუსია ვიქტორის ასული სვიმონიშვილი ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის ძმისწული იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნადეჟდა ნიკოლოზის ასული სვიმონიშვილისა ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის რძალი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პროსკოვია პეტრეს ასული სვიმონიშვილისა ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის რძალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ბოლო სხდომაზე აირჩიეს პარტიული პერიოდული ორგანოს, გაზეთ „საქართველოს“ სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, რაფიელ ინგილო (ივანიცკი), ლელი ჯაფარიძე, სანდრო შანშიაშვილი და ტიტე მარგველაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 თებერვალს გაქურდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, მ. თავდიდიშვილისა და ა. მინოვიჩის ოთახი ჭავჭავაძის ქუჩა N12-ში, წაიღეს 200 00 მან. ღირებულების ნივთები. დაზარალებულებმა განაცხადეს მეორე კომისარიატში და სისხლის სამართლის მილიციაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ელისე პატარიძე იუწყება, რომ საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სტუდენტთა სასარგებლოდ შეგროვდა ფულად 26 850 მანეთი, თამასუქებით − 115 00 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სტუდენტთა სასარგებლოდ სხვადასხვა შემოწირულობა გაიღეს. სამეურნეო საზოგადოების სახელით შალვა ქარუმიძემ, გ. წინამძღვრიშვილმა და დ. ვაჩნაძემ შესწირეს 50 000 მან., კონფერენციის პრეზიდიუმმა — 52 000 მან., მეხილეთა საზოგადოება „ქართლის“ სახელით რევაზ გაბაშვილმა — 10 000 მან., ხოლო ხევსურთა კავშირის სახელით შალვა ქარუმიძემ — 5 000 მანეთი. სხვა შემოწირულობებთან ერთად, ელისე პატარიძემ სტუდენტთა ცენტრალური კომისიის წევრ მარ. გაბისონიას სულ 141 850 მანეთი გადასცა.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელი ფლობდა ბინას მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.

