რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს, 20:00-23:00 საათზე, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო საზეიმო წვეულება გამართა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისში მეოთხე რაიონის კომისარმა და მისმა თანაშემწემ ქურდების დაჯგუფების წევრები: მამადი ჯაფარა მამედ-ოღლი, მირჰუსეინ მირ მამედ-ოღლი, ასამ მამედ-ოღლი, მამედ ალი ალაჰკარ-ოღლი, მამედ მახმუდ-ოღლი, ჰუსეინ აბას-ოღლი, აბას კული ალაჰკერ-ოღლი, აბასა კაფარ-ოღლი, სისაკ ჩაჩიანცი, სოინა ალი-ოღლი და ერვანდ ბაღიროვი დააპატიმრეს და პირველ საგუბერნიო ციხეში მოათავსეს.
1920
ტიპი: ავტორობა
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ ლეჩხუმის ერობაში საჭიროა კურსების მოწყობა. კურსები უნდა დაარსებულიყო დაბა ლაილაშშიც; თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო კაცი სანიმუშო გაკვეთილების ჩასატარებლად. მასწავლებლებისთვის საჭირო იქნებოდა ბინა და სურსათი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრში შესვენების დროს შამპანური მიირთვა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრის ლოჟაში ესტუმრნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სხვები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში იყო წასული, სადაც „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენა სახელდახელოდ შეცვლილი დახვდა სხვა ნაკლებად საყურადღებო ქართული სპექტაკლით, რომელშიც ერთ-ერთი პრიმადონა განასახიერებდა საქართველოს – ტახტზე იჯდა, სცენიდან მაღლა იყო აწეული და გარს მთელი დასი ეხვია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.