რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარედ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაინიშნა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს ნიკოლოზ ქართველიშვილმა სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმის წევრობაზე ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა, მის ნაცვლად კიტა აბაშიძე აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე იყო არჩილ ავალიშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი და იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ივნისში ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი ესპანეთში გაემგზავრა დასასვენებლად და სამკურნალოდ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის თავმჯდომარის, არტემ ფირალოვის ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის წევრები იყვნენ: ბ. ხელიმსკი, ევგენი ვეიდენბაუმი, იაკინთე ალიბეგოვი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს არტემ ფირალოვი სამრეწველო-საქარხნო და საოჯახო მრეწველობის განყოფილების საექსპორტო მცირე კომისიის თავმჯდომარე იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს არტისტული საზოგადოების თეატრში მიწვეული ჰყავდათ მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტები ნ. ლ. ტეროსპოლსკა და ძმები ადელჰეიმები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბრიდან არტისტული საზოგადოების თეატრში დაიწყო რუსული დრამატული წარმოდგენები. დასში გაერთიანებული იყვნენ პეტერბურგისა და მოსკოვის თეატრების მსახიობები: ს. პ. ვოლგინა, ევგენიევისა და ალიმსკი.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ილია კარგარეთელის სახლში გამართული რამდენიმე სხდომის შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელსაც მომავალი მუსიკალური საზოგადოებისთვის წესდება უნდა შეედგინა. კომისიის წევრები იყვნენ: ია კარგარეთელი, პეტრე მირიანაშვილი და ანდრია ყარაშვილი.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს დაამტკიცეს მუსიკალური საზოგადოების წესდება და ილია კარგარეთელის წამოწყებით დაარსდა ქართული ფილარმონიული საზოგადოება.