რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის საქმისმწარმოებელი არდაზიანი წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
1873
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1873 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანი იყო ალექსანდრე ორბელიანის ცოლი.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 11 დეკემბერს თბილისში, სიონის ეკლესიის ეზოში, ალექსანდრე ორბელიანის ქვრივი, ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანი დაკრძალეს.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძე და იასე ჭავჭავაძე თელავის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქეთევან მამაცაშვილი და ივანე ერისთავი გორის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, კირილე ლორთქიფანიძე ჟურნალ „კრებულის“ სარედაქციო საქმიანობაში მიიღებდა მონაწილეობას.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და გიორგი წერეთელი ჟურნალ „კრებულის“ რედაქციის თანამშრომლები გახდნენ.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 8 ოქტომბერს ყაჩაღებმა 60 წლის სახალხო მთქმელი დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი მოკლეს.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსე ჯანაშვილს აკრძალულ ლიტერატურას აწვდიდა ეგნატე იოსელიანი.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1914 წლებში მოსე ჯანაშვილი განათლების ოლქის საგამოცდო კომიტეტის წევრი და გამომცდელი იყო.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება იმავე წლის 11 დეკემბერს პეტერბურგის ზამთრის სასახლის ეკლესიაში იმპერატორის ძმისშვილის დიდი მთავრინა ოლგა კონსტანტინეს ასულისა და საბერძნეთის მეფე გიორგი პირველის ჯვრისწერის დანიშვნის შესახებ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 24 დეკემბერს „დროებაში“ გამოქვეყნებული სარედაქციო განცხადების თანახმად, გორში გაზეთის გამოწერის მსურველებს ქრისტეფორე მამაცაშვილისთვის უნდა მიემართათ.

