რეგისტრირებული ფაქტები93063
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლავრენტი სანაძის თხოვნა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მისთვის 7 500 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოსე გიორგის ძე ჯანაშვილისთვის ჰონორარის 1 500-დან 10 000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტეს, იმ პირობით, რომ ჯანაშვილი გამგეობას 1921 წლის 1-ლ სექტემბრამდე დასრულებელ ლექსიკონს წარუდგენდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებათა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის აზრით, 1-ლ იანვრამდე ფილიალების ასამოქმედებლად ზომები უნდა მიეღოთ, წევრთა რაოდენობა გაერკვიათ და ამის მიხედვით განესაზღვრათ რწმუნებულთა რაოდენობა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანასტასია (ტასო) გიორგის ასული მაჭავარიანი სამედიცინო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 ოქტომბერს სამედიცინი ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ ანასტასია (ტასო) მაჭავარიანს გამოასვენებდნენ არამიანცის საავადმყოფოდან და წაასვენებდნენ სოფელ ალავერდში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მაია და ანფისა ქეშიშოვები დები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მაია ქეშიშოვი ანასტასია მაჭავარიანის დეიდაშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანფისა ქეშიშოვი ანასტასია მაჭავარიანის დეიდაშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარტინ გიორგის ძე მაჭავარიანი ანასტასია გიორგის ასულ მაჭავარიანის ძმა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ოქტომბერს შოთა ბერიძე სახალხო სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა, ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლად დაენიშნათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინე გაგოშიძემ თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, იგი ითხოვდა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვიქტორ (ვიტია) ნოეს ძე ხომერიკი ანეტა ივანეს ასული ხომერიკის ვაჟი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მინისტრი ნოე გიორგის ძე ხომერიკი ანეტა ივანეს ასული ხომერიკის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანეტა ივანეს ასული ხომერიკი ფლობდა ბინას თბილისში, ანასტასიას ქუჩა N13.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვარლამ დარისპანის ძე ჩიხლაძე სტუდენტი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვარლამ დარისპანის ძე ჩიხლაძეს გამოასვენებდნენ ალექსანდრე მეორის ქუჩიდან, ფოფხაძის სახლიდან. დაკრძალვის დღე ცალკე გამოცხადდებოდა.

