რეგისტრირებული ფაქტები90001
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სამხედრო პირნი იუწყებოდნენ, რომ კაპიტან გიორგი დავითის ძე მიქელაძის, ჯარისკაცების – გიორგი მარგველაშვილის, ისაკ ზაზიკაშვილის, ზაქარია ჩიტაძის, გრიგოლ გეგეჭკორის, გაბრიელ გეგეშიძის, გიორგი თადუმაძის და ლეონტი არველაძის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 9 თებერვალს, 11 საათზე, სამხედრო ტაძარში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას ბენეფისი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 თებერვალს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში შალვა სოლომონის ძე კურცხალიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 თებერვალს ეფრო კოსტას ასულ ქირია-ჯუჯიაშვილისას დიდუბის საყდრის გალავანში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 თებერვალს დაბა ფასანაურში მაგდალინა იოსების ასულ ოსიტაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს სომეხ მსახიობსა და მწერალს ჰოვანეს ტერ-გრიგორიანცს თბილისის სომხური დრამატული საზოგადოება არტისტულ თეატრში 50 წლის იუბილეს უმართავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი იმყოფებოდა და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძე ფლობდა სახლს ვერის დაღმართზე N21.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ზაალის ასული ჩიკოიძე ექიმ კირილე (კიაზო) ბარნაბიშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი კირილე (კიაზო) ივანეს ძე ბარნაბიშვილი ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დის ქმარი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ზაალის ასული ონიკაშვილი იყო გრიგოლ ევგენის ძე ონიკაშვილის მეუღლე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ ევგენის ძე ონიკაშვილი ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დისშვილის ქმარი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა ზაალის ასული ჩიკოიძე-ბარნაბიშვილისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ბეჟანის ასული ჩიკოიძისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის რძალი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 9 თებერვალს დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძეს სიონის ტაძრიდან სოფელ მელაანში გადაასვენებდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ზაალის ასული ონიკაშვილისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დისშვილი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის, ნოტას, აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ორ მოძმე ხალხს შორის კეთილმეზობლური განწყობის დამყარებას ხელოვნურად აბრკოლებდა, და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მთავრობა მომავალში მონახავდა ქართველის ხალხისთვის მისაღებ პოლიტიკურ ენას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობები: კოჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ო. შულგინას ბენეფისი, წარმოადგენდნენ „ქ-ნ ბატერბფლაის“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა შულგინა მომღერალი იყო.

