რეგისტრირებული ფაქტები90007
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1894 წლებში თედო სახოკია ზესტაფონში შავი ქვის ცნობილ მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის კორესპონდენტად.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისიდან იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 15 მანეთი შესწირა.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს ვარშავაში შეიპყრეს „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, შიო დედაბრიშვილი.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წლის 20 სექტემბერს ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობისათვის თედო სახოკია თბილისში დააპატიმრეს, მეორე დღეს კი ქუთაისში გადაიყვანეს.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს თედო სახოკიამ სამი თვე გაატარა ქუთაისის ციხეში ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს ვარშავაში დააპატიმრეს ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრები: ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 28 აპრილს გაიმართა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრება. კრებაზე ალექსანდრე კობიაშვილმა საკითხი წამოჭრა ბათუმში ბაქოს მსგავსი სააგენტოს დაარსების შესახებ.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ნიკოლოზ მელიქიშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ანტონ გელაზარაშვილი იყო ვარშაველ ქართველთა მიერ დაარსებული საქართველოს განთავისუფლების ლიგის წევრი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 22 აპრილს ქალაქისთავმა თბილისის გუბერნატორს წარუდგინა ქალაქის საბჭოს მდივნის, სტეფანე ჭრელაშვილისა და ლომბარდის გამგის ასლამაზოვის არჩევნების ოქმი.

