რეგისტრირებული ფაქტები88435
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს შორაპნის მაზრის სოფ. ალისუბანში გარდაიცვალა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი, სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის სალაროში 81 038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ოქმს ხელს აწერენ: ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები – იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აბაშიძისეული მამულის ბალანსი 5000 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საურთიერო ნდობის საზოგადოების ბალანსზე 100 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სალაროს ნაშთი 81038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მოქმედების მომავალი გეგმა იყო: 1) იაფფასიანი წიგნების გამოცემა; 2) სტამბის ფართო მასშტაბით გამოყენება; 3) შეძლებისდაგვარად ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დახმარება; 4) სპეციალური ტიპის სკოლების გახსნა; 5) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სკოლების გახსნა ქართველებისათვის; 6) წიგნის მაღაზიისა და საწყობის გახსნა. ხელს აწერს მდივანი კარპეზ ბერიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ლუბა რუხაძე, ოლღა რუხაძე, ბეჟან რუხაძე, ივანე რუხაძე, მიტროფანე რუხაძე, სოფიო რუხაძე, ელენე სანებლიძე, ნიკოლოზ ამბროსის ძე სვანაძე, გიორგი სვანაძე, ვერა სვანაძე და ნინა ანდრეას ასული სვანაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: კოლა ჩაკვეტაძე, ილარიონ ჩაკვეტაძე, ზაქარია ჩიგოგიძე, ნიკიტა ჩიჩუა, ვახტანგ ჩიჩუა, იპოლიტე ბესარიონის ძე ჩიხლაძე, სოლომონ ჩიხლაძე, ალექსანდრე ჩხენკელი, ნინო ჩიმაკაძე და ევტიხი ჩხატარაიშვილი.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე ძოწენიძე, პლატონ მაქსიმეს ძე ზენაიშვილი, მირიან თეიმურაზის ძე ბასილია, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე, დავით ალექსის ძე მდივანი, მატრონა მამფორია, ლუბა მამფორია, მიხეილ თომას ძე ნიკურაძე, გედევან გიორგის ძე გაბუნია და გრიგოლ დადიანი.

