რეგისტრირებული ფაქტები82428
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ესოფ ივლიანეს ძე მეფარიშვილი მსახურობდა მე-8 ქართულ ქვეითთა პოლკში, მე-8 როტაში და მონაწილეობდა სოჭში დენიკინთან ბრძოლაში.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 1-ელი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ესოფ ივლიანეს ძე მეფარიშვილი ოზურგეთის მაზრის სოფ. ჯვარცხაში ცხოვრობდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ერთობის“ მიხედვით, 5 წლის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი ჯარისკაც ალფესი გოგეშვილის შესახებ, რომელიც მსახურობდა ოსმალეთის ფრონტზე კაბარდინის პოლკში და მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ივანე ანდრიას ძე გოგოკაშვილი, რომელიც 30000 მანეთის ღირებულების სახელმწიფო ნივთებს ყიდდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 31 მაისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილის უფროსის, იაშვილის მიერ პატიმართა სახაზინო ფულებისა და ქონების რევიზიის შესახებ წერდა. რევიზიაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე, ბრალმდებლის ამხანაგი, ქალაქისა და ერობის გამგეობის წარმომადგენელნი და საპყრობილის მზრუნველთა კომიტეტის წევრი. რევიზიას არავითარი დარღვევა არ აღმოუჩენია.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პ. ზ. ფაჩულიამ დააპატიმრა უფროსი მილიციონერი პ. პასტალოვსკი, რომელსაც ქრთამის აღება ბრალდებოდა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაატუსაღეს მილიციონერი ივანე სიხარულიძე, რომელსაც ბრალად ედებოდა მკვლელობა და სხვა ბოროტმოქმედებანი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული რაზმის უფროსმა კედიამ დაატუსაღა ყალბი ფულის მომჭრელნი: ანტონ ხითაროვი და ფილიპე ნიკოლეიშვილი, რომელთაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდათ ყალბი ბონები და ქაღალდი მათ დასამზადებლად. დაკავებულებმა არ აღიარეს, სად იყო ყალბი ფულის დამამზადებელი მანქანა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობამ დაამტკიცა განაჩენი ნიკოლოზ მიქაბერიძის, კონსტანტინე ნაკაშიძის და ვლადიმერ მეფარიშვილის სიკვდილით დასჯის შესახებ. პირველ ორს ბრალდებოდა ოზურგეთის ფოსტაზე თავდასხმა, მესამეს – კომისრის თანაშემწის, ლანჩავას მკვლელობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ი. ვართაგავა, ვ. წულაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. მათი ცნობით, „დედაენის“ შესწორება სასკოლო სექციისგან მინდობილი ჰქონდა ლუარსაბ ბოცვაძეს, რომელიც ავად გახდა და ვერ შეძლო მუშაობა. სასკოლო სექციამ დაადგინა, დროის სიმცირის გამო, უცვლელად გამოეცათ „დედაენა“ და შემდეგ შეესწორებინათ. გამგეობამ დაადგინა, შეუსწორებლად დაბეჭდილიყო 50000 ცალი, ხოლო შემდეგი გამოცემა შესწორებულიყო რადიკალურად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა ნიკოლოზ ჯომარჯიძის მიერ თარგმნილი ვ. ჰიუგოს თხზულების „უბედურნი“ გამოცემის საკითხი. სექციამ დაადგინა, დაიბეჭდოს 1000 ცალი და ავტორს მიეცეს ჰონორარად დადგენილი ნორმა და გამოაკლდეს 150 მანეთი ენის მხრივ შესწორებებისთვის. გამგეობამ დაბეჭდვა შეუძლებლად მიაჩნია, რადგან ენის მხრივ ძირითად ცვლილებებს საჭიროებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. არდიშვილის თხოვნა, დაებრუნებინათ უკან მის მიერ წარმოდგენილი გერმანული ენის გრამატიკა, ან ეცნობებინათ, ბეჭდავდა თუ არა გამგეობა წიგნს. სექციის დადგენილებით, ავტორი თუ თანახმა იქნებოდა, წიგნი განსახილველად განათლების სამინისტროსთან არსებულ სარეცენზიო კომისიას გადაეცემოდა. გამგეობამ დაადგინა, წიგნი ავტორის მემკვიდრეებს დაბრუნებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიგო ხეჩუაშვილის თხოვნა, რომ არსებული პირობების გამო მას ძვირი დაუჯდა წიგნების დაბეჭდვა, რადგან სხვა წიგნების დაბეჭდვაც სურდა, ჩქარობდა გაყიდვას და საზოგადოებას 500 წიგნიდან 400-ის შეძენის შემთხვევაში ნახევარ ფასად დაუთმობდა შემდეგ გამოცემებს: „ოცი ძმა“ 6 მანეთის ნაცვლად 3 მან., „ციცინათელა“ 6 მანეთის ნაცვლად 3 მან., „რუიზანი“ 4 მანეთის ნაცვლად 2 მან. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი უთხრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის თხოვნა, ერთი ცალი „ვეფხისტყაოსანის“ (ქართველიშვილის გამოცემა) დათმობის შესახებ. გამგეობამ მას წიგნის არქონის გამო უარი უთხრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა კრედიტის 5000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. მათი ცნობით, მას ვალი უკვე გასტუმრებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, გაეხსნას ახალი კრედიტი 5000 მანეთის, ამ კრედიტში მიეცეს 1000 მანეთის ღირებულების სახელმძღვანელო წიგნები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი წიგნის საწყობებში დარაბების გაკეთების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ტერენტი წერეთლისა და ვარლამ ბურჯანაძისთვის დაევალებინათ ამ საქმის შესრულება.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 31 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ დაარსდა სახელოვნო ცენტრი, რომელშიც გაერთიანდნენ მწერლობის, მუსიკის, მხატვრობისა და მსახიობთა კავშირის წარმომადგენლები. თავმჯდომარედ აირჩიეს კოტე მაყაშვილი, მდივნად – შალვა დადიანი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 მაისის მოტყიარის ერთკლასიანი სასწავლებლის შეგირდების ნუსხაში, რომელსაც ხელს აწერს სასწავლებლის გამგე მასწავლებელი თამარა კიკვაძე, ნათქვამია რომ პირველი განყოფილებიდან მეორეში გადავიდა 8 მოსწავლე, დარჩა 5; მეორიდან მესამეში გადავიდა 5 მოწაფე, დარჩა 2; მესამიდან მეოთხეში გადავიდა 5 მოწაფე, დარჩა 2.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მაისს უნტერ-ოფიცერმა კაკულიამ ფოსტის ეზოში ჩხუბის დროს მუცელში დაჭრა ბეითალი მურადაშვილი.