საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის თეატრში წარმოადგინეს დრამა „შეშლილია" და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში". სპექტაკლების შემოსავალი – 482 . 65 მან. სკოლას შესწირეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მწერლის, სეზმან ერთაწმინდელის პატივსაცემად უნდა წარმოედგინათ პიესა „ლურჯი ხალათი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე კ. ჟღენტს სეზმან ერთაწმინდელის შესახებ რეფერატი უნდა წაეკითხა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი თბილისში ჩამოსვლას და სახაზინო თეატრის სცენაზე თამაშს აპირებდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 მარტს ავლაბრის თეატრში მსახიობების – ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილისა და ანეტა ქიქოძის მონაწილეობით „ოტელო“ უნდა წარმოედგინათ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ნოემბერს სამების ეკლესიაში წირვის შემდეგ გადაიხადეს მიხეილ ივანეს ძე გაბაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის თეატრში გაიმართა ქართული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ქუთაისელი მსახიობები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერში პეტერბურგში გაიმართა ქართული საღამო. საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობდა ქართული სიმღერების ხორო, რომლის ლოტბარი იყო ა. შიშკინი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. ჭელიძემ ჟურნალის რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად 2 მანეთი გაუგზავნა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში, 1915 წლის 10 იანვარს, დაღუპული მიხეილ ალექსანდრეს ძე წერეთელი საჩხერეში დაკრძალეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წინაშე წარდგა ვრცელი მოხსენებით თბილისის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ აკაკი წერეთლის სახელობის ფონდისთვის გადასაცემად შეაგროვა 20-ზე მეტი ხალხური ზღაპარი, „ეთერიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ლექსთა კრებულები და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 თებერვალს გაიმართა აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომა კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით. სხდომაზე აირჩიეს საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა აკაკის სახ. საზოგადოებისთვის წესდების შედგენა პოეტის ძეგლის დასადგმელად, აკაკის დასაფლავების აღწერა-გამოცემა, საფლავის მეთვალყურეობაზე ზრუნვა და სხვ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის სამკითხველოს გამგემ, ელენე ჯინოვისამ გაზეთ „ცნობის ფურცელში" ანასტასია დიმიტრის ასულ ბაქრაძეს წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 25 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მოურავის მოადგილის, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანის თავმჯდომარეობით გაიმართა საბჭოს კრება.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 9 თებერვალს აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომაზე არჩეული საგანგებო კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ანასტასია მაჩაბლისა, პავლე დავითის ძე საყვარელიძე, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, მიტროფანე ერმილეს ძე ლაღიძე და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ერთაწმინდაში ანეტა კაპანაძისამ მიაკვლია „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერს და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის შეიძინა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის თანაშემწე ი. ა. ნოვიცკის კოლეგებმა ორმოცწლიანი მუშაობის სტაჟი მიულოცეს და სადილი გაუმართეს.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნესტორ იოსების ძე ბალანჩივაძე 1885 წელს ხონში დაიბადა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის იანვარში ნესტორ იოსების ძე ბალანჩივაძე ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი „ნესტორ იოსების ძე ბალანჩივაძე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს სახალხო სახლში მიხეილ კავსაძის ხელმძღვანელობით დიდი სახალხო კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემოსავლის 10% თეატრის სააღმშენებლო ფონდისთვის უნდა გადაეცათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის მოაგროვა ძველი ხელნაწერები, ფული, სამკაულები, მოქარგული სამოსი, საცერული, ჭურჭელი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კულტურის მოყვარულთა საზოგადოებას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა უნდა გაემართა, რომელზეც მოხსენებებს წაიკითხავდნენ კიტა აბაშიძე, ევგენი გეგეჭკორი, ივანე გომართელი, ალექსანდრე ჭიჭინაძე და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვალს ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობას იუზა ზარდალიშვილისა და ნინო ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინა.