რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართულ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ წარმოადგინეს. სპექტაკლში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ნატალიას როლს ასრულებდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ივნისს ფილიპე გოგიჩაიშვილი თბილისის სახაზინო პალატის კომისრად დანიშნეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წამოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ნაპოლეონისა“, რომელშიც თავად კ. მესხმა ნაპოლეონის როლი შეასრულა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს ვიქტორ და დათიკო მერაბის ძე გამყრელიძეები დედამ აწყურიდან თბილისში ჩამოიყვანა და სამხედრო კორპუსისთვის მოსამზადებლად ინტენდანტის ოჯახში მიაბარა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ნინო შიოს ასული დავითაშვილი რუსული სასცენო ხელოვნების გასაცნობად ერთი წლით მოსკოვში გაემგზავრა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს თეატრით გატაცებულმა მოსწავლეთა პატარა წრემ თბილისში ერთ პატარა სახლში დაიწყო წარმოდგენების გამართვა. სათამაშოდ მიიწვიეს ვიქტორ გამყრელიძეც.
1866
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე 1866 წლის 9 იანვარს სოფელ აწყურში დაიბადა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ვიქტორ გამყრელიძემ სპექტაკლში „პატარა კახი“ გელას როლი შეასრულა. წარმოდგენას ესწრებოდნენ ოლივერ უორდროპი და ალექსანდრე სუმბათაშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში წარმოდგენილ პიესაში „ნამუსისათვის“ ტასო აბაშიძემ მარგარიტას როლი შეასრულა, ვასილ აბაშიძემ – ვაჭარ ანდრიას ელიზბარიანისა, გედევან გედევანოვმა – საღათელასი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში ჟურნალ „ჯეჯილის“ 20 წლის იუბილე აღნიშნეს. საიუბილეო წარმოდგენას ჟურნალის რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილიც დაესწრო.