რეგისტრირებული ფაქტები82220
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ძმასთან, გიორგისთან ერთად შილდაში ჩამოსულს ერთი თვე მოუწია სოფლის ციხე-გალავანში დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად შეხიზვნა სოფელზე ლეკების მოსალოდნელი თავდასხმის გამო.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ მას არანაირი ჯილდო არ მიუღია მთავრობისგან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ბესარიონ თედორეს ძე ვაშაკიძეს დაევალა რკინიგზის ცენტრალური საწყობიდან 32 ბიულეტენის და სხვა საარჩევნო მასალის მიღება და ბორჯომში დამფუძნებელი კრების წევრ ლეო რუხაძისთვის გაგზავნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის თებერვალში ლავრენტი კვიკვიძეს ჰქონდა დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის მოწმობა, რითაც შეეძლო ურიგოდ მიეღო სამგზავრო ბილეთები. მას არჩევნებისთვის საჭირო კონვერტები, ბიულეტენები, პირადობის ბარათები და წესები გადაჰქონდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 ივლისს ჯვებე იოსელიანი გაიგზავნა წალკის რაიონში დამატებითი არჩევნების მოსაწყობად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ანა (ოლღა) ილიას ასული სოლოღაშვილი დამფუძნებელი კრების 109-ე კანდიდატად აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების საარჩევნო ცენტრალური კომისიის სხვა წევრები მიიწვია პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიც 4 მარტს 12 საართზე იყო ჩანიშნული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში ნიკოლოზ აღდგომელის ძე კაციაშვილი საქართველოს სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტიის 85-ე ნომრად იყრიდა კენჭს.
1952
ტიპი: თანამდებობა
1952 წლიდან აკაკი გაწერელია იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დოცენტი.
1926
ტიპი: ორგანიზაცია
1926 წელს აკაკი გაწერელია შევიდა ყოფილი ქართველი ფუტურისტების („მემარცხენეთა“) კორპორაციაში.