რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: გარდაცვალება
1899 წლის 19 იანვარს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე გარდაიცვალა.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს რომანოზ იოანეს ძე დეკანოსიძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 29 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ განმეორებით განიხილა სარჩელი თბილისის ოლქის სასამართლოს წევრის, იუფეროვისა, რომელიც მამია გურიელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
1813
ტიპი: თანამდებობა
1813-60 წლებში ნიკოლოზ გიორგის ძე ყიფიანი ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა რეჟისორ მიხეილ პეტრეს ძე ბებუთაშვილისa და ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის სურათები შესწირა.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852-65 წლებში პეტრე მახარას (ხოსიას) ძე მხეიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-97 წლებში ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს დავით ავალოს ძე ავალიშვილი ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში სიკო ფაშალიშვილს მაჩხაანსა და სიღნაღში დაგეგმილი ჰქონდა სალიტერატურო საღამოების, რომლებშიც მის გარდა მონაწილეობას მიიღებდნენ აკაკი წერეთელი, ბაბილინა კურდღელაშვილი და სხვ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 3 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, 1872 წლის იანვრიდან გრიგოლ არწრუნის რედაქტორობით უნდა გამოეცათ ახალი სომხური გაზეთი „მუშა“.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სახანიზო პალატის მდივანი ალექსანდრე რჩეულოვი თბილისის საზოგადო ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო მარიამ ბარათაშვილის, ისაი ტერ-ღუკასოვისა და სულხან სულხანოვის სადავო მამულებთან დაკავშირებული საქმის განხილვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისში, სოლოლაკისა და კუკიის უბნებში, ლიდია ლავრენკოსა და ელენა ჯაბადარის თაოსნობით ორი საყმაწვილო ბაღი გაიხსნა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე ნონიას ძე პედელოვის სახლი და დუქანი თბილისში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

