საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82206

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „კონფერენციისათვის“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ, ილია, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილები და თამარ ზაქარიას ასული თარხნიშვილისა და-ძმანი იყვნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იოსების ასული ბრივკისა პოეტ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილის ძმისშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იოსების ასული ბრივკისა თამარ ზაქარიას ასულ თარხნიშვილის ძმისშვილი იყო.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ესტატე მჭედლიძის მკვლელობაში ბრალდებული იყო ქელბაქიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 მაისს ქალაქის მრჩეველთა სხდომა შიოევის სახლის თაობაზე ხმოსანთა ნაკლებობის გამო ვერ შედგა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის მაისში ჩელევი თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ღაღო კონიას ძე ოსიპოვის ერთსართულიან ქვითკირის სახლს სარდაფით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე არტემას ასული ოქოევის ერთსართულიან ქვითკირის სახლს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ სოლომონის ასული კოპაძე-კვეზერელის ორსართულიან ქვითკირის სახლს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ივანეს ასული გედევანოვის ერთსართულიან ქვითკირის სახლს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ იაკობის ძე ყორღანოვის ორსართულიან ქვითკირის სახლს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 22 მაისის „დროების“ ცნობით, ივანოვ-კოზელსკი მსახიობი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 მაისის „დროების“ ცნობით, ივანოვ-კოზელსკი თბილისში ჩასვლას და არწრუნისეულ თეატრში წარმოდგენის გამართვას აპირებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ანტონ ღლონტის, ილია ჭყონიას, ზაქარია და დ. ნაკაშიძეების სამძიმრის წერილი, რომელიც ესტატე მჭედლიძის ახლობლებს ოზურგეთიდან გამოუგზავნეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, დავით გიგაუროვი კანკელის ხელოსანი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 იანვარს ნინო იოსების ასული მაყაშვილი-ბრივკისა უდროოდ გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 იანვარს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ნინო იოსების ასული მაყაშვილი-ბრივკისას პანაშვიდი გაიმართებოდა. წირვის შემდეგ მას იმავე ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სახელმწიფო საგლეხო ბანკის მმართველის თანაშემწე სასნოვსკი თბილისში ჩამოვიდა ცხოვრების პირობების შესასწავლად. მან საჭიროდ ცნო, აქ გაეხსნათ ბანკის განყოფილება.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს გრიგოლ ვასილის ძე სუმბათაშვილს გენერლის წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ვასილის ძე სუმბათაშვილი რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა სტეფანე ჭრელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

გრიგოლ ვასილის ძე სუმბათაშვილი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ ვასილის ძე სუმბათაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მე-2 დივიზიის შტაბის უფროსი იყო.

1937

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1937 წელს ალექსანდრე დიმიტრის ძე უსტიაშვილს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.