რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის 1918 წლის 5 დეკემბრის N61 ბრძანებით, ტყიბულის მაღაროების საანგარიშო ნაწილის სარევიზიოდ და საქმის მდგომარეობის გამოსარკვევად დაინიშნა კომისია პოლკოვნიკ შაიშმელაშვილის თავმჯდომარეობით და სამი წევრის – სამთო ინჟინერ ჯორჯაძის, ტექნიკოს მეფარიშვილისა და ტექნიკური მოანგარიშის, ვილვალინცის – მონაწილეობით.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 5 დეკემბერს თბილისის ვაჟთა მეორე კომერციული სასწავლებლის პედაგოგი კლემენსი ემანუელის ძე ბადერი გარდაიცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 დეკემბერს ინგლისელ მენაღმეთა ესკადრის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ბათუმში, სადაც მან მადლობა გადაუხადა დ. თოფურიძეს იმ წესრიგის გამო, რაც მათ ქალაქებში დახვდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
გენერალი აბელ მაყაშვილი ახალქალაქიდან დეპეშით ატყობინებს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს, რომ 1918 წლის 5 დეკემბერს დილის 10 საათზე, მათმა ჯარმა დაიკავა ახალქალაქი, რასაც მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „საქართველო“ დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დამოუკიდებლობის მოპოვების 6 თვის აღნიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნა და ხალხში ეროვნული სულისკვეთების აღდგენა კარგი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მიტინგების გზით არ მიიღწეოდა, მას შესაბამისი აზროვნების მომზადება და ხალხის გაცნობიერება სჭირდებოდა. 6 თვე კი არ იყო აღსანიშნი თარიღი და მმართველმა პარტიამ ეს უფრო პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გააკეთა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბერს ინჟინერ შამონინს შეატყობინეს, რომ კავკასიის რაიონის მოხელეთა ივლისისა და აგვისტოს ხელფასი, 1093 რუბლი და 29 კაპიკი, უკვე დახარჯული იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომას დაესწრნენ: სერგო ჯაფარიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, მარიამ ჩხეიძე, სპირიდონ კედია, სამსონ დადიანი, ალექსანდრე წერეთელი, ლეო ნათაძე, ასევე დამხმარეები: გიორგი ნანეიშვილი და კონსტანტინე მიქელაძე, თავმჯდომარე იყო სერგო ჯაფარიძე, მდივანი – მარიამ ჩხეიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გაგრძელდა განხილვა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული დებულებისა – ფინანსების შესახებ. ნანეიშვილი აცხადებდა, რომ წინა კრებაზედ ამ დებულების მეორე მუხლად მიიღეს ისეთი მუხლი, რომელიც შეტანილია მოქალაქეთა უფლება-მოვალეობის დებულების მე-15 მუხლად, ამიტომ შემოიტანა წინადადება ამ დებულებაში გამოეტოვებინათ ეს მუხლი. მცირე კამათის შემდეგ მეორე მუხლი წინა სხდომაზე მიღებული, უცვლელად დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 დეკემბერს გიორგი მელქოს ძე არუთინიანი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში გადმოყვანას ითხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ბარბარე კობიაშვილისამ ნათესავებსა და მეგობრებს აუწყა, რომ 4 დეკემბერს, 12 საათზე, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართებოდა მისი მეუღლის, ალექსანდრე კობიაშვილის პანაშვიდი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოპერა სერგო ივანეს ძე ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებდნენ: ვ. ნიკოლსკი, ბორის ზალიპსკი, ე. ა. ვრონსკი, ა. ა. დემიანენკო, საბანეევა, ალეშკო, ა. მ. კანშინი, ლეონ ისეცკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში" მსახიობთა კავშირის საბჭოს დირექცია აქვეყნებს განცხადებას, რომ ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის წარმოდგენები გაიმართება სახელმწიფო თეატრში ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ პოეტმა გიორგი ქუჩიშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „შალვა დადიანს“, რომელიც მიუძღვნა ქართულ ლატარეას.
1918
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 4 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე შედგებოდა ქართულ ტეხნიკური საზოგადოების კრება. მოხსენებას წაიკითხავდა ინჟინერი კ. ბუდაკოვი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, 1-ლი დეკემბრის ნომერში შეცდომით დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი და ლეონ გიორგის ძე თუმანოვი ესერების (სოციალისტ-რევოლუციური პარტია) ფრაქციის წევრები იყვნენ. სინამდვილეში ისინი ცალკე მოღვაწეობდნენ და კავშირი არ ჰქონდათ ესერების ფრაქციასთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბერს სომხეთის დიპლომატმა ჯამალიანმა წერილი გაუზავნა ბათუმში მყოფ მოკავშირეთა დელეგაციას. ჯამალიანი ქართველებს ატყობინებს, თუ როგორ ძარცვავენ ოსმალები მათ ოლქებს და მათგან დახმარებას ითხოვს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ბარბარე ამილახვარმა გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს მისწერა, რომ ის ორი (მე-6 და მე-7) კლასის დამრიგებელი იყო. ანაზღაურებას მხოლოდ ერთი კლასიდან იღებდა, რის გამოც პედაგოგიურმა საბჭომ სამინისტროსთან შუამდგომლობა აღძრა. შუამდგომლობის შედეგები მისთვის ცნობილი არ იყო, ამიტომ მან პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა ეს საკითხი სამინისტროსთვის შეეხსენებინათ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ თამარ და ელენე ნიორაძეები, ნინო (ცოუტია), ლევან და ნადია ერქომაიშვილები, ქრისტინე მიხეილის ასული და მარიამ ხაბის ასული ცომაიები ნათესავებს აუწყებენ სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გარდაცვალებას.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მიხედვით, ბ. გოგიჩაიშვილი ჭიჭიკო რუხაძის გერი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 3 დეკემბრის სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე. მდივანი, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბერს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისში ბუღალტრის კურსების დაარსების შესახებ და დაადგინეს, რომ ბ. შულგას მიეცეს ნება, გახსნას კერძო უუფლებო საბუღალტრო კურსები მომავალში გაეროვნულების აუცილებელი პირობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 დეკემბრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ მამალაძისთვის გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის პედაგოგის წოდების მინიჭების შესახებ თხოვნა, რაზედაც უარი ეთქვა.