საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93139

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წელს ირაკლი აბაშიძემ მუშაობა დაიწყო გაზეთ „კომუნისტის” რედაქციასა და სახელგამში.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას „გრძნობისა და გონების ურთიერთობის საკითხი ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებაში”.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას „გრიგოლ ორბელიანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროფილი”.

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წლამდე სიმონ ქვარიანი პენსიის სახით 400 მანეთს იღებდა ყოველთვიურად.

1945

ტიპი: გარდაცვალება

ნინო ათანასეს ასული ქიქოძე-შარაშიძე გარდაიცვალა 1945 წლის 24 აპრილს.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წლის 13 აპრილს შალვა ჩხეტიამ ხელნაწერების განყოფილების გამგეს შეატყობინა, რომ ახლო მომავალში საზღვარგარეთიდან სამეცნიერო ლიტერატურის გამოწერა იგეგმებოდა და აუცილებელი წიგნებისა და პერიოდიკის სიის შედგენა სთხოვა.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილი გრიგოლ იაშვილი გაასამართლეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წლის აპრილში საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტების საცავში ქრისტინე შარაშიძემ აღმოაჩინა 1241 წლის ხელნაწერი და შედეგად დაწერა გამოკვლევა – „პარხლის სახარება 1241 წლისა“.

1945

ტიპი: განათლება

სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945-1948 წლებში ქრისტინე შარაშიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „ხელნაწერთა აღწერილობის“ მე-III ტომზე (1500 ხელნაწერის აღწერილობაზე).

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში, ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტში.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს გეგმების წარმატებით შესრულებისათვის ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად ქრისტინე შარაშიძეს მადლობა გამოუცხადეს.

1945

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების გამოფენისათვის ექსპონატების თავმოყრამ ქრისტინე შარაშიძეს საშუალება მისცა, დაედგინა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიისა და განვითარების გზების უცნობი ფაქტები.

1945

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძის 1929-45 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საქართველოს სსრ აკადემიის ისტორიული ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს, დასაბეჭდად გადასცა კვლევა „ვახუშტის ნათარგმნი შრომები".

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე პაპუნა წერეთელი მუშაობდა თბილისის კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების უფროს რედაქტორად.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობა „კრწანისის ღამე“.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-1948 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო ხელოვნების სახლის დირექტორის მოადგილე.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის „სიცოცხლისათვის“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს სურენ ავჩიანმა თარგმნა ოპერა „ქეთო და კოტე“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის რომანი „ქარიშხალი“.

1945

ტიპი: ორგანიზაცია

1945 წელს მუშნი ხაშბა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „გმირის დაბადება“.