რეგისტრირებული ფაქტები82070
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს სვიმონ მხიარულას (მახარობელას) ძე აბჟანდაძე სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-52 წლებში იოსებ გიორგის ძე ანთაძე სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს იოსებ დავითის ძე ყიფშიძე კაცხის წმ. გიორგის (წიფელიეთის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში ანატოლი ილიას ძე გეკერი იყო პირველი საბჭოთა სამხედრო ატაშე ჩინეთში.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 29 სექტემბერს სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკიფორეს ძე გველესიანი გარდაიცვალა.
1848
ტიპი: გარდაცვალება
1848 წლის 26 თებერვალს სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი დავით ვახტანგის ძე საყვარელიძე გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქალაქისთავის მოადგილე შესტაკოვმა პირველ საპოლიციო უბანში ხორცის დუქნები დაათვალიერა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ სვირში ჯუღელის თაოსნობით დაარსდა მეღვინეთა ამხანაგობა, რომლის მიზანიც იყო ქუთაისსა და ბათუმში ღვინის სარდაფების გახსნა და მყიდველებისთვის ნამდვილი სვირული ღვინის მიწოდება.
1828
ტიპი: გარდაცვალება
1828 წლის 3 იანვარს სოფ. კვალითის წმ. გიორგის (ჭაბუკთის) ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ბაკურაძე გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 აპრილის „დროებაში“ გორის მაზრის ყრილობაზე კონსტანტინე შალიკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ტარასი მამალაძემ ქართულ ენაზე თარგმნა ი. ბოლეს წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო აბრეშუმის ჭიის მოვლისთვის“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, ვ. გაევსკიმ ტარასი მამალაძის თარგმნილი წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო აბრეშუმის ჭიის მოვლისთვის“ გამოსცა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის აპრილში ვ. მილერი აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიის სამთო ნაწილის მმართველად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სტეფანე ივანეს ძე ბარამოვი ქალაქ გორის ახლად დაარსებული კერძო სამკურნალო დაწესებულების ექიმად დაინიშნა