რეგისტრირებული ფაქტები81990
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: თანამდებობა
1907-17 წლებში ვასილ ბესარიონის ძე გორგაძე სოფ. ილემის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.
1949
ტიპი: გარდაცვალება
1949 წელს სოფ. ილემის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი ვასილ ბესარიონის ძე გორგაძე გარდაიცვალა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს სპირიდონ გორგაძე სოფ. ილემის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ერკეთის მცხოვრებ ივანე იოსების ძე მგალობლიშვილს მესამედ ქურდობისათვის თბილისის საოლქო სასამართლომ ზოგი უფლება-უპირატესობის ჩამორთმევა და პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში ერთი წლით გაგზავნა მიუსაჯა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის მარტში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს ალოიზ მიზანდარის, ხარლამპი სავანელისა და კონსტანტინე ალიხანოვის დაარსებული მუსიკალური სკოლა სამუსიკო სასწავლებლად, 1917 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ალექსანდრე ალავიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1931 წლებში პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე ჟურნალ „მხედრის“ რედაქტორი იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი გახდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო საბჭოს წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშვიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ქართული სამხედრო სკოლის დირექტორად დაინიშნა.
1950
ტიპი: თანამდებობა
1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ მეციერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე პარიზში ჟურნალ „მტკვრის“ რედაქტორი იყო.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე ვარშავაში ჟურნალ „მთავრიდას“ რედაქტორი იყო.
1928
ტიპი: ორგანიზაცია
1928 წელს პროკოფი ქაიხოსროს ძე აბულაძე საფრანგეთში იუნკერთა კავშირის დამფუძნებელი წევრი იყო.