საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81928

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“ კავკასიის მთის ხალხების რუსეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლიგის მოღვაწეობას მთის ინტელიგენციასთან ერთად კავკასიის მთის ხალხთა ფართო მასებიც უთანაგრძნობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ამიერკავაკასიის საზოგადოებისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ავტორს მოჰყავდა ამონარიდები ორგანიზაციის პროგრამიდან და მისი წინასიტყვაობიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც აღნიშნულია, რომ კავკასიის მთის ხალხებმა ცენტრალურ ევროპას თავიანთი ქვეყნების დამოუკიდებლობა გამოუცხადეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ თერგის, დაღესტნისა და ყუბანის ოლქის წარმომადგენლები არ დაახანებდნენ და უახლოეს მომავალში შეუერთდებოდნენ ლიგას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსული რევოლუციის მიერ ხალხებისთვის მინიჭებული თვითგამორკვევის უფლებით უსარგებლია რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების უმრავლესობას. პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლიფლანდია, კურლანდია, უკრაინა, ბელარუსი, ყირიმი, დონი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დაადგა რუსეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შენების გზას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. ლიგის მიზანი იყო კავაკსიის მთის ხალხის კულტურულ-ეკონომიკური დონის ამაღლების ხელშეწყობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიიდან ირკვევა, რომ კავკასიის მთის ხალხებს ოტომანთა იმპერიასთან უკვე დაუდიათ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში ასეთივე ხელშეკრულების დადებას აპირბედნენ გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებთან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომლის თანახმად, აუცილებელი იყო მთის ხალხთა განათლება და პროგრესის გზაზე დაყენება, რაც ცივილიზებულ ერთა დახმარებით უნდა განხორციელებულიყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი განათლების მინისტრის განკარგულებით თელავის წმ. ნინოს გიმნაზიის გამგედ დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

ფინანსთა მინისტრმა გ. ჟურულმა (კანცელარიის დირექტორის მაგიერ განყოფილების უფროსი ალ. კანდელაკი) 1918 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლიორს, ფილიპე გოგიჩაიშვილს მისწერა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გაღების შესახებ აღძრული შუამდგომლობა, ოღონდ განათლების მინისტრმა ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინოს.

1918

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო კონტროლმა, ფ. გოგიჩაიშვილმა რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველს 1918 წლის 9 ოქტომბერს მისწერა (ხელს აწერს საქმის მმართველი ი. ქუთათელაძეც), რომ კონტროლი თანახმაა, რესპუბლიკის ხაზინიდან განათლების სამინისტროს წელიწადში 19 200 მან. მიეცეს ახალციხის ქართული საქვ. საზოგადოების სკოლის შესანახად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ საშუალებით დავით გვილავა გვაუწყებს, რომ სოც-რევოლუციონერთა გაზეთ „შრომაში“ მისი წინანდელი ფსევდონიმით „შუბი“ ხელმოწერილი წერილები მას არ ეკუთვნის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ დაკარგული იყო ჯარისკაცი ნიკოლოზ ცუცქირიძე, რომელიც ომის დროს კავკასიის ფრონტზე მსახურობდა. 1917 წლის მარტიდან მშობლებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი მოსახლეობას სთხოვდნენ თუ რამე იცოდნენ მათი შვილის შესახებ ს. ჩხირაულის სამმართველოში სპირიდონ სვიმონის ძე ცუცქირიძესთვის მიეწერათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ ცენტრალურ შემთანხმებელ კამერაში მთავრობის მესამე წარმომადგენლად ცენტრალური საადგილმამულო გამგეობის წევრი ი. გ. ქარცივაძე დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის უფროსმა ნ. კანდელაკმა გამოაქვეყნა ბრძანება ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მდივნების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ უწყებით, მომარაგების კომიტეტის ცენტრალური საწყობის გამგემ შენიშნა, რომ სააფთიაქო ქსელის განყოფილებიდან მედიკამენტებს იპარავდნენ. ქურდები აღმოჩნდნენ სააფთიაქო განყოფილების თანამშრომლები: ბ. ოჰანეზოვი, ა. პლოტნიკოვი, ნ. პლოტნიკოვი, ნ. კობიაშვილი, ვ. გონჩაროვი, შ. გოგუა, კ. გოგუა და გ. ტომარაძე აღმოჩნდნენ. ისინი მილიციამ დააპატიმრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ ქართულმა დრამატულმა საზოდადოებამ თბილისში თეატრის ასაღორძინებლად საფუძვლის ჩაყრა მოიწადინა. ამ მიზნით მან ზოგიერთი კერძო პირის მატერიალური დახმარებით გაზაფხულიდან რეჟისორად გ. ჯაბადარი მიიწვია და მას დრამატული ხელოვნების სტუდიის მოწყობა მიანდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ გოგოლის კომედიაში „რევიზორი“ მიხაილოვსკიმ მხატვრულად შეასრულა გორედნიჩის როლი, ასევე კარგად ითამაშა პერსიონმა და ტუგანოვმა. რაც შეეხება ნეიროვს, მან ზემლიანკას როლი ვერ შეასრულა ჯეროვნად. ქალბატონი ნიროვი კი მრავალ ადგილას აშარჟებდა როლს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბერს პარლამენტის სამხედრო კომისიაში სამხედრო სამინისტროს მრჩეველმა გრაფმა ვოლფსკელმა წაიკითხა მოხსენება ქართული ჯარის ორგანიზაციის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სამოსუდი იყო დირიჟორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ევა კოშევაია იყო თეატრის მსახიობი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ პეტრეს ძე არციბაშევი იყო დრამატურგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მარია ლიუდომირის ასული როქსანოვა იყო თეატრის მსახიობი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არღუთინსკაია-კოზლოვსკაია იყო თეატრის მსახიობი.