საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1835

ტიპი: თანამდებობა

1835 წელს დავით მოსიძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1917 წლებში ილარიონ იოვანეს ძე გორგოძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოვანე გიორგის ძე გორგოძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კომისია ქალაქის გამგეობის წევრის, ამბარცუმ ენფიანჯიანცის თავმჯდომარეობით შეუდგა ელექტრონული ტრამვაის შესახებ უსახელო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვას. კომისიის სხდომებში მონაწილეობდა უსახელო საზოგადოების დირექტორი რაგოლერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ სიდამონ-ერისთავი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის I ქვეითთა დივიზიის შტაბის მეთაური იყო.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს სიმონ სიდამონ-ერისთავი ამერიკელ მეუღლესთან, ენ ტრეისთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

1997

ტიპი: ღონისძიება

1997 წელს ნოშრევან გალაშვილი საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოში დაბრუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ზაქარია ბესარიონის ძე სამადალოვი ავლაბრის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მედავითნე იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ალექსი ბესარიონის ძე სამადალოვი სიონის დიაკვანი იყო.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წელს, ივანე ნანუაშვილის ანდერძის თანახმად, მისი ქონების მემკვიდრეები გახდნენ გოგი ჯავახიშვილის ქალიშვილი და სიძე, რომლებიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 დეკემბერს ახალი მარშლის, სიმონ ნიკოლოზს ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრება.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 31 აგვისტოს ბაკურციხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში ვაჟი, გრიგოლი, დაიბადა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 14 თებერვალს ალექსანდრე სულხანიშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ შეფიცულთა რაზმის ყველა მოქმედებაზე წიგნი ჰქონდა დაწერილი.

1983

ტიპი: ღონისძიება

1983 წელს გივი ლუარსაბის ძე კარბელაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში თავისი ისტორიული რომანი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის თამამშევის ქარვასლის მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს, სახელოსნოს მკერავის, სვიმონ გოცირიძისთვის 50 წლის იუბილე გადაეხადათ.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წელს გივი კარბელაშვილი საქართველოს სსრ ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი გახდა.

1983

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1983 წელს ძმები ნოშრევან და მირიან გალაშვილები სანტა-როზაში ცხოვრობდნენ.

1971

ტიპი: თანამდებობა

1971-1987 წლებში გივი კარბელაშვილი გაზეთ „სამშობლოს“ მთავარი რედაქტორი იყო.

1983

ტიპი: ღონისძიება

1983 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა სან-ფრანცისკოში კოლაუ ნადირაძის ლექსების კრებული მიიღო.

1983

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1983 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის პენსია თვეში 680 დოლარი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 თებერვლის „დროების“ ცნობით, 23 თებერვალს მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნინო ორბელიანისა, მ. ნ. ლერინისა, ვასო აბაშიძე, იოსებ რატილი, ვახტანგ სიდამონოვი, გიორგი ერისთავი და სხვანი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 23 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავალიოვი ექიმი იყო.