რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ლეკიშვილმა მარტყოფის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იუზა ზარდალიშვილმა საჩხერის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ესტატე აგიაძე ყარსის ოლქისა და ალექსანდროპოლის მაღალჩინოსანი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ესტატე აგიაძის შთაგონებით ყარსის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობის ნაწილს მართმადიდებლად მონათვლა სურდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ისკრის“ ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობას მზად ჰქონდა ფატალი ხან ხოისკის მიმართ ჩიჩერინის ნოტაზე საპასუხო ნოტა. მათი განცხადებით, საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებას მაშინ დაიწყებდნენ, როცა რუსეთი აზერბაიჯანთან ისეთივე ურთიერთობას დაამყარებდა, როგორიც ესტონეთთან და პოლონეთთან ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ჩიჩერინმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის ნოტა გაუგზავნა. ჩიჩერინის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის 14 იანვრის რადიოტელეგრამა არ შეიცავდა პირდაპირ პასუხს იმ წინადადებაზე, რომელიც შეეხებოდა დენიკინის წინააღმდეგ საერთო მოქმედებისთვის რუსეთისა და აზერბაიჯანის სარდლობათა შორის კავშირის შეკვრას.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო ბარველი, ზედგინიძე (მოკარნახე), პლატონ ჩიქვინიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, შალვა დადიანი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს თბილისში შეიქმნა მუდმივი სომხური დასი, რომლის წევრი გახდა მათევოს აღაიანცი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მზრუნველობის სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოში დავითხანიანმა პრემიერმინისტრ ალექსანდრე ხატისოვს დეპეშით აცნობა, რომ ფოთში გემით ჩამოვიდა 850 სამხედრო ტყვე, რომლებიც 1-ელ თებერვალს სომხეთში გაემგზავრნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს სახალხო სახლში სოსო რომანიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილე აღნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს არტისტულ თეატრში მათევოს აღაიანცის სცენაზე მოღვაწეობის 35 წლის იუბილე აღნიშნეს.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და მისი მეუღლე ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილი ფლობდნენ სახლს ოლღას ქუჩა N20.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 თებერვალს ელენე კონსტანტინეს ასულ ბარათაშვილს საკუთარი სახლიდან (ოლღას ქ. N20) ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ქალაქის მოურავის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის განცხადებით, სინამდვილეს არ შეეფერებოდა ქალაქში გავრცელებული ხმები თბილისში კერძო ელექტრონის სადგურების მუნიციპალიზაციის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კლდიაშვილის იუბილესთვის მწერალთა კავშირი სპეციალურ, საიუბილეო კრებულს ამზადებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ტაურეკმა ბათუმში გამართული წარმოდგენიდან მიღებული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლას შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე მაკაროვმა ანტვერპენში გამართულ გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.

