საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85126

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის აგვისტოში გრიშა ბეჟანიშვილმა და მ. ხატიაშვილმა სოფ. ველისციხეში გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ბაგრატ ბაგდანის ძე მიკირტუმოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი სერგო დავითის ძე ჯაფარიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან კოწია უგულავა ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლიდან პოლიკარპე სანოძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლიდან ნიკოლოზ სოლომონის ძე გვარაძე ხონის თეატრში რეჟისორად მიიწვიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 19 მაისს ხონში წარმოადგინეს „ცხოვრების გმირი“, რეჟისორი – ნიკო სოლომონის ძე გვარაძე.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი ანდრია ვასილის ძე ლოსკუტოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ წივწივაწის მიერ 1907 წელს ხონის თეატრისთვის აშენებული შენობა რამდენიმე წელიწადში გაიყიდა, სცენისმოყვარეებმა თეატრისთვის ახალი ადგილი დაიქირავეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ან. ჯუღელი იყო სვირის მეღვინეთა საზოგადოების თავმჯდომარე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისში აქციზის გადახდა სავალდებულო იყო ყველა კონდიტერისთვის. კონდიტერი ჰენე არ იხდიდა გადასახადს, ამიტომ მას ოქმი შეუდგინეს და 15 მანეთის გადახდა დააკისრეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სურამის სამკითხველოს გამგემ, გრიგოლ ნებიერაძემ მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სურამის წიგნთსაცავ-სამკითხველოსთვის 10 მანეთის წიგნების გაგზავნისთვის.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გრიგოლ ნებიერაძე იყო სურამის სამკითხველოს გამგე.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს თბილისის მოქალაქეთა კრებაზე მოქალაქეთა მამასახლისმა ევგრაფი იგორის ძე ხოსროევმა გამგეობის საქმის მწარმოებელ ჯილაევს მექრთამე უწოდა, რის გამოც მან ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 18 ოქტომბერს ქუთაისს საგასტროლოდ ეწვია თბილისის თეატრალური საზოგადოების დასი ნ. დ. კრასოვის ხელმძღვანელობით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე იოსებ თარალაშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ექიმი ნ. მ. ასპიროვი თვალის, ცხვირის, ყურისა და ყელის სნეულებით დაავადებულთ იღებდა მიხეილის პროსპექტზე, ღარიბებს – უფასოდ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნ. ხეიძე ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მეორე საარჩევნო ნაწილში გაიმართა არჩევნები. იური დიმიტრის ძე კობიაკოვი ხმოსნად აირჩიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ოლიმპიადა (ლიპა) ღოღობერიძე, ოლია კიკალიშვილისა და ეკატერინე ბახტაძისა ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან ბატონიშვილის შესახებ მოსე ჯანაშვილის სტატიის გაგრძელება.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე პლატონ ევგენის ძე ჩიქვინიძის (კორიშელის) ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.