რეგისტრირებული ფაქტები81813
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1859
ტიპი: გარდაცვალება
1859 წლის 27 მარტს სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი დავით ლოსაბერიძე გარდაიცვალა.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს დავით ლოსაბერიძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810 წელს გრიგოლ მათეს ძე მებურიშვილი (მებურნიშვილი) სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1968
ტიპი: ღონისძიება
1968 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს პოზნანში ქართული მუსიკის შესახებ მოხსენების გაკეთება სთხოვა.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსი კონსტანტინე ალშიბაია სასამართლომ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების გამო დამნაშავედ ცნო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მოქალაქეთა მოურავობის კანდიდატად დასახელდა ი. ს. ბუღდანოვი, ხოლო გადასახადების მოურავობის კანდიდატად – მ. ე. ჩიმიშკიანცი.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს კავკასიის სამთო სამმართველომ მარტსა და აპრილში ჭიათურის მარგანეცის მოპოვება-დამუშავების ნებართვა მისცა შემდეგ პირებს: დიმიტრი ივანეს ძე ღუღუნიშვილს, მიხეილ თომას ძე ფეიქრიშვილს, კონსტანტინე საბას ძე ხაზარაძეს, მაქსიმე პავლეს ძე დეისაძეს, შავი ქვის მრეწველ ნესტორ იოსების ძე ბეჟანიშვილს, გიორგი თეიმურაზის ძე გველესიანს, ლევან დავითაშვილსა და ალფეს გიორგის ძე ღუღუნიშვილს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 დეკემბერს სახაზინო თეატრში წარმოდგენილ ჩაიკოვსკის „პიკის ქალში“ მონაწილეობდა ოლგა შულგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ ივლისს თბილისის დეპუტატთა საკრებულოს დარბაზში თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, გენერალ-მაიორ საგინაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ამერ-იმერეთის თავად-აზნაურთა კომისიების სხდომა, რომელზეც საბოლოოდ შეიმუშავეს საიუბილეო დღესასწაულის პროგრამა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 27 ივნისს ქალაქის გამგეობის დარბაზში გამართულ ქალაქის სასწავლებელთა გამგე კომისიის სხდომაზე ქალაქის სასწავლებლის თავისუფალ ვაკანსიებზე შემდეგი მასწავლებლები შეარჩიეს: ოლგა წინამძღვრიშვილი, ბარბარე კაპანაკოვისა, მარცინკევიჩი, გროზმანი და აიხმანი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა მინდობილი ფულიდან 1000 მანეთი ბოტანიკური ბაღის სანერგის გასაკეთებლად და გასაუმჯობესებლად გამოყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით გორის მაზრის სამმართველოს კანცელარიის მოხელეს, ქარუმიძეს კოლეგიის მდივნის წოდება მიენიჭა.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის 31 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან თადე წითლანაძეს, ილარიონ ლობჟანიძეს, ვლადიმერ ციბაძეს და გიგა ტურაშვილს გაზეთი „სამშობლო“ გაუგზავნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ქვეითთა მე-9 ჯარის პოდპოლკოვნიკი მახათაძე მე-6 სარეზერვო ბრიგადის სამმართველოს შტაბ-ოფიცრად დაინიშნა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გიორგი ყიფიანისა და აკაკი პაპავას ლექსები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 დეკემბერს სამხედრო საისტორიო მუზეუმში მხატვარ გიგო გაბაშვილის სურათების გამოფენა გაიხსნა.
1970
ტიპი: ღონისძიება
1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან ვლადიმერ ციბაძეს, გრიგოლ ტურაშვილს, ვალერიან თევზაძესა და ნიკოლოზ მათიკაშვილს ვიქტორ ნოზაძისგან მიღებული თამარ პაპავას წიგნი „გაბნეული საფლავები“ გაუგზავნა.