საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90015

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 29 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-5 ნაწილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს იოსებ ბაბუნიძემ სამთო ინჟინერ გიორგი დეკანოზიშვილს თხოვნით მიმართა, შეედგინა სააქციონერო საზოგადოებისათვის საჭირო პროექტი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-7 დღეს, არჩილ ავალიშვილმა წაიკითხა მოხსენება „საპენსიო კასის დაარსებაზე“. ყრილობამ გადაწყვიტა, საპენსიო სალაროს დაარსება და ამ საკითხზე ზრუნვა თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობას დაავალა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ვასილ ალუღიშვილი, ნიკოლოზ გვარაძე, ნიკოლოზ ჩაგუნავა, იოსებ ჟივიძე, იოსებ თარალაშვილი და სხვ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა კომერციული სასწავლებლის დირექტორი ფიშერი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, განიხილეს ვახტანგ ღამბაშიძის მოხსენება „დრამატული კურსების დაარსების შესახებ“. ყრილობამ ასეთი კურსების დაარსების იდეა მოიწონა და შექმნა კომისია, რომელიც იზრუნებდა მათ ჩამოყალიბებაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, გრიგოლ ახრახაძემ წაიკითხა მოხსენება „რეჟისურა“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ივანე სიმონის ძე მესხი ბათუმის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვანო საათაშვილმა დაწერა ორმოქმედებიანი პიესა „ცხოვრების ტალღა“ სოფლის ინტელიგენციის ცხოვრების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-7 დღეს, იოსებ იმედაშვილმა წაიკითხა მოხსენება „სახალხო თეატრი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელი ყრილობის მე-8 დღეს სხდომა აკაკი წერეთლის შემაჯამებელი სიტყვით დაიხურა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-7 დღეს, შალვა დადიანმა წაიკითხა მოხსენება „სცენის მოყვარეთა მოქმედება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, არჩილ ჯაჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება „თეატრი სოფლად“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 10 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-3 დღეს, პეტრე მირიანაშვილი გამოვიდა წინადადებით ერეკლე მეფის დროინდელ სასცენო მოღვაწეთა სულის მოსახსენებლად გადაეხადათ პანაშვიდი. წინადადება მოიწონეს.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859-61 წლებში გრიგოლ იოსების ძე იაკობაშვილი ჩიხის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ანდრია ეგნატეს ძე იაკობაშვილი ჩიხის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-1917 წლებში აბიათარ ანდრიას ძე იაკობაშვილი ჩიხის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1816

ტიპი: თანამდებობა

1816-39 წლებში პანტელეიმონ გიორგის ძე ავალიანი ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1839

ტიპი: თანამდებობა

1839-52 წლებში ეგნატე შუბლაძე ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 7 მარტს ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე გარდაიცვალა.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ანდრია ეგნატეს ძე იაკობაშვილი ჩიხის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-11 წლებში თადეოზ ზაქარიას ძე შვანგირაძე ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-91 წლებში ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 3 თებერვალს ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი თადეოზ ზაქარიას ძე შვანგირაძე გარდაიცვალა.

1950

ტიპი: გარდაცვალება

1950 წლის 30 მაისს ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ისაია ანდრიას ძე ხაჭაპურიძე გარდაიცვალა.