საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86424

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს მწერალთა კავშირის გამგე ნინა თოფჩიშვილმა ხელმოწერით დაადასტურა დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას (დუტუ მეგრელის) საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის შემცველი დოკუმენტის სისწორე. ბარათს თან ერთვის თოფჩიშვილის შენიშვნა, რომ დოკუმენტში არ არის ანკეტური მონაცემები დ. ხოშტარიას მუშაობის შესახებ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასოდეს მიუღია სახელმწიფო ჯილდოები.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასოდეს არ მოუხდია ადმინისტრაციული სასჯელი.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ ჰყავდა ნათესავები საზღვარგარეთ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასოდეს არ ყოფილა საზღვარგარეთ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ მოუხდია სამხედრო სამსახური.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასოდეს არ ჩავარდნილა ტყვედ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლიდან არტემ ახნაზაროვი მუშაობდა გაზეთ „თეატრში“.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მისი ნათესავები არ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.

1942

ტიპი: ორგანიზაცია

1942 წლამდე არტემ ახნაზაროვი იყო საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1956

ტიპი: ორგანიზაცია

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, არტემ ახნაზაროვი იყო უპარტიო.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, არტემ ახნაზაროვი ფლობდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ლავრენტი ბერიას დაუწერია ნაშრომი „ამიერკავკასიის ორგანიზაციის ისტორიის საკითხისათვის“.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იაკობ ფანცხავა ნანობდა, რომ მთელი ძალ-ღონე მწერლობას არ დაახარჯა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავა წერდა, რომ თუ ოდესმე მისი ნაწერები დაიბეჭდებოდა და ცალკე წიგნად გამოიცემოდა, მისი სრული შემოქმედება დიდ კაბადონიან რვა ტომს გაწვდებოდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა იმედოვნებდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს დაიმსახურებდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა ვარაუდობდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ პოპულარული გახდებოდა მკითხველთა წრეში, თუ ამ თხზულებას ცალკე წიგნად გამოსცემდნენ და საზოგადოეაში გაავრცელებდნენ ქართულ, რუსულ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე.

1884

ტიპი: სახელი

1884-1885 წლებში ქართლ-კახეთის სასწავლებლებიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად ჩამოსულებს „შვილ“-ზე დაბოლოებული გვარები „ов“-ებად გადაუკეთეს და შიო დედაბრიშვილსაც დედაბეროვად მოიხსენიებდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სააღდგომოდ პანსიონში მხოლოდ ისინი რჩებოდნენ, ვისაც სახლ-კარი არ გააჩნდა ან დედ-მამა არ ჰყავდა. სოსო ლაღიაშვილიც ამ ბავშვების სიას მიეკუთვნებოდა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, პეტრე პეტრიაშვილი იყო წერა-კითხვის მცოდნე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, პეტრე პეტრიაშვილი იყო მეწაღე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს პეტრე პეტიაშვილს აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901-1917 წლებში პეტრე პეტრიაშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს პეტრე პერტიაშვილი ქალაქ ჭიათურაში ცხოვრობდა.