საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს მ. მ. თუმანიშვილმა დააარსა ხალიჩების სახელოსნო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 11 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე გიორგი გრძელიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქუთაისის გუბერნიის შიდა მრეწველობის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით წარმოადგინა მიხეილ ნასიძის მიერ თარგმნილი დრამა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის ოქტომბერში ნ. ჭანკვეტაძემ ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას სთხოვა, დაებეჭდათ, რომ იოსებ იმედაშვილის მიერ ხელმოწერილი რეცენზიები მას არ ეკუთვნოდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან დაარსდა წარმოდგენების მმართველი სექცია, რომლის რეჟისორიც ალიოშა ჯაყელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის დასტური, რომ მისი ხელმოწერილი რეცენზიები ნ. ჭანკვეტაძეს არ ეკუთვნოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მარტში ხელმოწერებს აგროვებდნენ ბეგლარ ახოსპირელის, გიორგი ქუჩიშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ცალ-ცალკე წიგნებად გამოსაცემად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19-20 მარტს თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით ქუთაისში წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში ვალერიან შალიკაშვილის რეჟსორობით წარმოადგინეს კონსტანტინე დავითის ძე ერისთავის „ბრმა“ და აკაკი წერეთლის „სიყვარული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21-23 მარტს ბათუმში თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დუტუ მეგრელმა თავისი პოემა „მწირი სარდალი“ გადააკეთა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 მარტს სამტრედიის რკინიგზის თეატრში წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „არც აქეთ, არც იქეთ“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 მარტს აკაკი წერეთელი სასახლის ქუჩაზე, ქართულ თეატრთან, ტრამვაის ვაგონიდან გადმოსვლის დროს დაეცა. პოეტი გასინჯა ექიმმა შალვა მიქელაძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გეურქ ფირუმიანმა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ სომხურად თარგმნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გეურქ ფირუმიანი სომხური დრამატული დასის რეჟისორის მოადგილე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის მოთხრობა „მთის ზღაპარი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 მარტს სახალხო თეატრის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა რუსეთში გაემგზავრა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს თეოფანე გორდულაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808-52 წლებში იესე მახარობელას ძე ჯანელიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წელს ბესარიონ იესეს ძე ძიმისტარიშვილი უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს რომანოზ იესეს ძე ვარდოსანიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს მიხეილ ნიკოლოზის ძე ყუბანეიშვილი უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 30 აგვისტოს უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იესე მახარობელას ძე ჯანელიძე გარდაიცვალა.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს რომანოზ იესეს ძე ვარდოსანიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს გიორგი ლაზარეს ძე გაბუნია უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.