საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წლის 3 დეკემბერს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ მოსკოვში მისი ორი ახალი კრებული, „ზღვარზე“ და „ფერფლი“ იბეჭდებოდა, რომლებსაც მას და ნინა მაყაშვილს მალე გაუგზავნიდა.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წლის 3 დეკემბერს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის უსიამოვნებების შესახებ „ლიტერატურული გაზეთიდან“ შეიტყო და სთხოვა, მისთვის მოკითხვა და თანადგომა გადაეცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივლისის „დროებაში“ ჩითახოვის მდგმურის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ძეგლის ასაგებად ხელმოწერები მიიღებოდა თბილისის გამგეობაში.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 ივლისის „დროებაში“ ნიკო შენგელიას სტატია „სოფელი ობუჯი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ქუთაისში მოსამზადებელი სასწავლებლის გახსნას აპირებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 ივლისის „დროებაში“ ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საზარელი მკვლელი“ დაიბეჭდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: ნინო შიოს ასული დავითაშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, არეთა ლოლუა, მარო მდივანი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ნატალია ჯავახიშვილი, პაშა შოთაძე და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს შალვა გოგოლაშვილი, ე. კეჟერაძე, მ. რატიანი, ივანე ჭავჭანიძე, შ. რატიანი, ნ. ნადარეიშვილი და დ. მებუკე ხონის დასის სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გედევან ვასილის ძე გედევანოვი და კონსტანტინე ნიკოლოზის ძე შათირიშვილი დრამატული საზოგადოების დასის მიწვეული წევრები იყვნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი გოგოლაძის წერილი 3 და 8 აგვისტოს სამტრედიაში ილია ბახტაძის მიერ გამართულ ლექციებზე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 ივლისს აბასთუმანში მევიოლინე დავით დავითიანის კონცერტი გაიმართა.

1836

ტიპი: თანამდებობა

1836 წელს ანდრია კლდიაშვილი სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1836

ტიპი: გარდაცვალება

1836 წლის 20 ნოემბერს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ანდრია კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812-53 წლებში დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო წარმოებათა გამოფენაზე აღაბალა გულიევმა თავისი წარმოების ფქვილი გაიტანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნავთის მრეწველებმა პავილიონისთვის 10 საჟენ სიღრმეზე გათხარეს მიწა, სადაც აღმოჩნდა კარგი ჭის წყალი. იაკობ მედვედევმა ნავთის მწარმოებლებს თხოვნით მიმართა, საბაღოსნო სკოლისთვის უფასოდ დაეთმოთ ის რკინის მილები, რომლებსაც წყლის ამოსაღებად ხმარობდნენ, რათა სკოლას შეძლებოდა ჭის წყლით ბაღის მორწყვა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ქვიტირში წარმოადგინეს სპექტაკლი „არსენა“ წარმოადგინეს ქუთაისის დრამატული დასის მსახიობის, ალექსანდრე ყალაბეგაშვილის მონაწილეობით სპექტაკლი. შემოსავალი ღანირის სამკითხველოს მოხმარდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 1-ელ აგვისტოს ბანძაში ქუთაისელი მსახიობის, პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით ადგილობრივმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესები „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ჭკუისა მჭირს“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი 1-ელ აგვისტოს ბანძაში გამართული წარმოდგენების შესახებ („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ჭკუისა მჭირს“).

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრების თავმჯდომარე იყო გრაფი ალექსეი უვაროვი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 აგვისტოს ილია ბახტაძემ სამტრედიის 2-კლასიან სასწავლებელში წაიკითხა ლექცია „ახალგაზრდა ქართველი პოეტები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ხონში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას სამმოქმედებიანი კომედია „კვალ და კვალ“ და ერთმოქმედებიანი კომედია „ადვოკატთან“. რეჟისორი – ნიკოლოზ გვარაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა ნიკოლოზის ასულ ჟურული-იმედაშვილის ლექსი „მწუხარება“.