რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით გასამართი დრამისა და ოპერის ამხანაგობის კონცერტი უფასო იქნებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ გაიმართებოდა დრამისა და ოპერის ამხანაგობის საღამო მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადება. განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის „Орленок“-ს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ სატუსაღოებში გარედან დარაჯების სამხედრო ძალით შეცვლა ვერ ხერხდება, ამიტომ საჭიროა მათთვის ხელფასების მომატება. დაადგინეს, გარეთა დარაჯებსაც, შიდა დარაჯთა მსგავსად, მოემატოს არანაკლებ 100 მანეთისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბერს მთავრობის საქმეთა მმართველი გრიგოლ რობაქიძე სწერს შრომის სამინისტროს, რომ მათი მოთხოვნის თანახმად გაეგზავნებათ მთავრობის სხდომების ჟურნალის ცალკე პირი.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით მიხეილ შალამბერიძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 10 ოქტომბერს სოფელ კავთისხევში ტრაგიკულად დაღუპული პორუჩიკი მიხეილ ივანეს ძე ონოფრიშვილი დაკრძალეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბერს სამტრედიის გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე სწერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს, რომ აცნობონ, გადაყვანილია თუ არა გიორგი გიორგიძე მისდამი რწმუნებული გიმნაზიიდან და შეატყობინონ, მის მაგივრად ვინ დანიშნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში N49 ბრძანებით, მთავარგამგემ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი 10 ოქტომბრიდან თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დანიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 10 ოქტომბერს დოქტორი ვესტერნჰაგენი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებას წაუკითხავდა ლექციას „ევროპის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თევდორე საყვარელის ძე ცხომელიძე იყო სტომატოლოგი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მესხიევი სახლს ფლობდა თბილისში, კალოუბნის N8-ში.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ირაკლი (კაკი) წერეთელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ თაქთაქიშვილი იყო სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგე.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ ვეშაპელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ილიას ძე ანდრონიკოვი იყო თარჯიმანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსტანტინე კანდელაკი იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მაქსიმე გაჟონია ბინას ფლობდა მოსკოვის ქუჩის N20-ში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იაკობ ანტონის ძე მირაქოვი იყო ექიმი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პოლიევქტე ლაზარეს ძე კიკალიშვილი იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რუსეთის ეროვნულმა საბჭომ საქართველოს მთავრობის მინისტრ-თავმჯდომარეს მოსთხოვა ფოთში დაპატიმრებული გემის „Геркулес“ დაუყოვნებელი გათავისუფლება, რადგან ეს დაპატიმრება უარყოფდა ხელშეუხებლობის გარანტიებს, რომელიც რუსეთის ეროვნულ საბჭოს მისცა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და სურსათის სამინისტროებმა, გერმანიის სამხედრო მისიამ საქართველოში და თვით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრმა-თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ. ამავე დროს, რუსეთის ეროვნული საბჭოს აზრით, ამ ფაქტს შეეძლო ცუდად ემოქმედა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის დალაგებულ სავაჭრო ურთიერთობებზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ მაზნიაშვილს ფოთში დაუპატიმრებია ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონლის გაცვლა ეწარმოებინა. რუსეთის ეროვნულმა საბჭომ დაჟინებული თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობის მინისტრ-თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გემის გათავისუფლების თაობაზე.

