რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილად დაინიშნა გერასიმ არტემიევიჩ გაზანდჟევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში გერმანიიდან ჩამოვიდა დელეგაცია, რომელიც ტრაპიზონში საქართველო-თურქეთს შორის საზავო მოლაპარაკებებს ესწრებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო გენერალი ოტო ფონ ლოსოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აპრილს თბილისში გაცემულია მინდობილობა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ კაპიტან როზენზე, რომელიც არის პეტროგრადში გაგზავნილი შვედეთის სამეფო დელეგატი, რათა მან გამართოს მოლაპარაკებები შვედეთში ოქროს ობლიგაციებთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აპრილს თბილისში პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აძლევენ უფლებამოსილებას ამიერკავკასიის საკრებულოს დეპუტატ ერიხ ბერნშტაინს, რათა მან აწარმოოს მოლაპარაკება რადიოტელეგრაფის სადგურის შეძენასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აპრილს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აძლევენ უფლებამოსილებას ამიერკავკასიის რესპუბლიკის საკრებულოს დეპუტატ ერიხ ბერნშტაინს, რათა მან აწარმოოს მოლაპარაკებები გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებებთან ამიერკავკასიის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 24 აპრილს ალექსანდრა გარდაფხაძემ ჯვარი დაიწერა მიხეილ იოსების ძე ქიქოძეზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ გადასცა აკაკი ჩხენკელის თხოვნა ვეჰიბ-ფაშას, რომელიც შეეხებოდა ტყვეების დაგეგმილ გამოსახლებას ბათუმიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველ და თურქ მოსახლეობასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და იმედოვნებს, რომ მიღწეული მშვიდობა არ შეირყევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში უგზავნის სალამს აკაკი ჩხენკელს და ატყობინებს, რომ ყარსის ოლქის ევაკუაციის შემდეგ აპირებს საბოლოო შეტევას ყარსზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში ითხოვს ინფორმაციას ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში საომარი მოქმედებების გაგრძელების მიზეზად მოლაპარაკების ჩაშლას მიიჩნევს. იგი ატყობინებს, რომ ფოთზე მიმდინარე საომარი მოქმედებები შეწყდება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარე მიიღებს დადებით პასუხს მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 აპრილიდან ნოე რამიშვილი ახალშექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 აპრილიდან ნოე რამიშვილი ახალშექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია ევროპაში ქალთა პირველი მოძრაობის და მისი წევრების, სუფრაჟისტი ქალების შესახებ. ავტორი წერს, რომ ინგლისის მთავრობამ ომის გამოცხადების შემდეგ ყველა პოლიტიკური დამნაშავე დააპატიმრა, მათ შორის სუფრაჟისტი ქალები, რომლებიც 1906 წლიდან ებრძოდნენ მთავრობას თანასწორი უფლების მიღებისთვის. თუმცა ახლა მათ შეცვალეს ფრონტი და თავიანთ ორგანიზაციულ მუშაობას სამშობლოს დაცვისთვის იყენებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „სამტრედიელი ქალი“ დაიბეჭდა სტატია „ზნეობა და პედაგოგიკა“, რომელშიც საუბარია სამტრედიელ ანტიფემინისტ მასწავლებელ ქალზე, რომელიც ქალთა მოძრაობის მოწინააღმდეგეა. ავტორი ახსენებს აგრეთვე ავგ. ბებელს, რომელიც უარყოფითად უყურებდა თანამედროვე უმაღლეს და საშუალო სასწავლებლებს და დიდ იმედს ამყარებდა დაბალი სასწავლებლის მასწავლებლებზე.