რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ერევნის სემინარიის დირექტორი მუროპულო გორის სემინარიის დირექტორად დანიშნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტმა სამინისტროს რწმუნებულ იაკობ მედვედევს კავკასიის ყველა ჯიშის ქერის კოლექციის შედგენა და კომიტეტში გაგზავნა სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომის მდივნად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ლენიერის 5-მოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი“ მარია მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის მონაწილეობით.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი დაბრუნდა სიღნაღის მაზრიდან, სადაც რუსეთიდან გადმოსახლებულთა საქმეების გამო იყო ჩასული.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ავქსენტი ცაგარლის მიერ თარგმნილი ლენიერის 5-მოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი".
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომაზე ალ. კოზლოვი ხაზინადრად აირჩიეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ილია ზურაბიშვილი მსაჯულთა თავმჯდომარის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ნაფიც მსაჯულთა მამასახლისის როლს ასრულებდა.

