რეგისტრირებული ფაქტები89993
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნავთის მრეწველებმა პავილიონისთვის 10 საჟენ სიღრმეზე გათხარეს მიწა, სადაც აღმოჩნდა კარგი ჭის წყალი. იაკობ მედვედევმა ნავთის მწარმოებლებს თხოვნით მიმართა, საბაღოსნო სკოლისთვის უფასოდ დაეთმოთ ის რკინის მილები, რომლებსაც წყლის ამოსაღებად ხმარობდნენ, რათა სკოლას შეძლებოდა ჭის წყლით ბაღის მორწყვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში ქვიტირში წარმოადგინეს სპექტაკლი „არსენა“ წარმოადგინეს ქუთაისის დრამატული დასის მსახიობის, ალექსანდრე ყალაბეგაშვილის მონაწილეობით სპექტაკლი. შემოსავალი ღანირის სამკითხველოს მოხმარდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ბეგლარ ბეგლარიძე, ზაქარია ბერიშვილი, ვალერიან გუნია, იოსებ გრიშაშვილი, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 1-ელ აგვისტოს ბანძაში ქუთაისელი მსახიობის, პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით ადგილობრივმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესები „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ჭკუისა მჭირს“ წარმოადგინეს.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრების თავმჯდომარე იყო გრაფი ალექსეი უვაროვი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: იოსებ ივანიძე, გიორგი არადელი-იშხნელი, ვიქტორ მატარაძე, დავით მგალობლიშვილი, კოტე მესხი, ვალერიან შალიკაშვილი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 8 აგვისტოს ჭიათურაში ნინო დავითაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „ზღვასთან“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში პატარა ჯიხაიშში ქუთაისის დრამატული დასის მსახიობის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით დადგეს სპექტაკლი „და-ძმა“. შემოსავალი ადგილობრივ სამკითხველოს მოხმარდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ნ. რატიანი, მ. არხიპოვისა, ნ. წულუკიძე, ა. ჭავჭანიძე და ვ. ბახტაძე ხონის დასის სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812-53 წლებში დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819 წელს მიხეილ გიორგის ძე ჭუმბურიძე სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1836
ტიპი: გარდაცვალება
1836 წლის 20 ნოემბერს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ანდრია კლდიაშვილი გარდაიცვალა.
1853
ტიპი: ნასამართლეობა
1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ვარლამ ხუროძემ რუსულიდან თარგმნა ა. შვარცის პიესა „ყოფაქცევის ნიშანი“.

