რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 21 ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სამიწათმოქმედო მინისტრმა დაამტკიცა ივანე ხატისოვის სახელობის სტიპენდია თბილისის საბაღოსნო სკოლაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რაფიელ (ფიდო) ყაზბეგისგან მიუღია 300 მანეთის ოდენობით შემოწირულობა პეტერბურგში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ალტის კლასით მოწვეული იყო პედაგოგი ი. ი. მელამედი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ი. მელამედი იყო ალტისტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციული სასწავლებლის დაბალ კლასებში გოგონებთან ერთად ვაჟებსაც იღებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციულ სასწავლებელში გამოცხადდა ბავშვების მიღება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციული სასწავლებელი რვაკლასიანი იქნებოდა და სწავლება რუსულ და ქართულ ენებზე იქნებოდა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას ჰქონდა კომერციული სასწავლებელი თბილისში, მიხეილის გამზირის N10-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 14 სექტემბერს ქართულ კლუბში უნდა გამარტულიყო თეატრ „სტუდიის“ საღამო ასეთი პროგრამით: დუეტი „ბადია“, ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის ეტიუდი „მარადისობა წამიერად“, რუსულ-ქართული ინტერმედია, არკადი ავერჩენკოს მინიატურა „მოხუცები“.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სუფსაში საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაციისათვის დააპატიმრეს ს. მიქანაძე, რომელიც ოზურგეთის ციხეში გაუგზავნიათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის გამგეობის მერვე კომისარიატის სანიტარული მეურვეობის თავმჯდომარედ დაინიშნა კ. ი. პლავინსკი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 11 სექტემბერს სასტუმროში „ნოე“ დააპატიმრეს ვ. ნ. ასეევი, რომელსაც ბრალად ედებოდა ბოლშევიკების გამოსვლებში მონაწილეობა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნავთლუღი“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნოე“ დააპატიმრეს ნ. ვულკინი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაცია ედებოდა ბრალად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს სიმონ ყაველაშვილს ბინაში (ოლღას ქუჩა N10-ში) ბოროტმოქმედები შეუცვივდნენ.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ ყაველაშვილს ბინა ჰქონია თბილისში, ოლღას ქუჩა N10-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ გ. ხ. ალიბეკოვს დაუკარგავს თავის სახელზე გაფორმებული ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების წიგნაკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მელიქ-შახნაზაროვი იყო პოდპოლკოვნიკი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი, რომელიც ეძღვნებოდა იმ დროს გავრცელებულ ისპანკას ეპიდემიას. ფელეტონი წარმოადგენდა ეპიდემიით დაავადებულის დღიურს, სადაც მოთხრობილი იყო ისტორია კაცისა, რომელმაც თითქოსდა თავის მიერ შექმნილი ახალი კონსტრუქციის უსწრაფესი თვითმფრინავით გადაუფრინა ომში გახვეულ ევროპას და ესპანეთში დაეშვა. იქ კი მშვენიერი ესპანელი მანდილოსანი გაუცნია და თავის სამშობლოში წამოუყვანია. დღიურის ავტორი არ ეთანხმებოდა გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც თურმე წარმოდგენას ესპანელი მანდილოსნების სილამაზის შესახებ გაუგებრობად მიიჩნევდა. თუმცა მშვენიერ ქალს ისეთი ჯოჯოხეთი მოუწყვია კაცისთვის, რომ იგი, მძიმედ დაავადებული, იძულებული გამხდარა რობაქიძის მისთვის აქამდე მიუღებელი თვალსაზრისი გაეზიარებინა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. შირვანზადეს აზრით, ქალაქი ხმაურიან ცენტრად იქცა, ოღონდ არა უნივერსიტეტების, მუზეუმების, თეატრების, ლიტერატურული, პოლიტიკური თუ მხატვრული წრეების სიმრავლის გამო, არამედ რესტორნების, საჩაიების, კინემატოგრაფის, ყველანაირი კაბარეების, ღვინის სარდაფებისა და სხვა ფუფუნებისა და ფულის ფლანგვისთვის შექმნილი გასართობი დაწესებულებების მოზღვავების ხარჯზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. შირვანზადეს თქმით, არასოდეს თბილისში არ მოიხმარდნენ ამ რაოდენობით მაგარ სასმელებს. თუმცა მწერლის აზრით, ქალაქი ადრეც ღვინით სავსე ტიკს წარმოადგენდა.