რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების საკითხი. კორექტორ-მეთვალყურე საჭიროდ მიიჩნევდა ორი ან სამი ოთახის დაქირავებას. გამგეობამ გადაწყვიტა კორექტორის მოხსენება მიეღო და წიგნების საწყობებისა და კლიშეების შესანახად სამი ოთახი დაექირავებინა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორის, ანასტასია წერეთლის თხოვნა გიორგი წერეთლის თხზულებების „ჩვენი ძველი გმირების“ და „ლომკაცის“ დათმობის შესახებ. მას კლიშეები ჰქონდა, ჰონორარისა და სხვა პირობების შესახებ წიგნის გამომცემელ სექციას ცალკე შეუთანხმდებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი გადასაწყვეტად წიგნების გამომცემელი სექციისთვის გადაეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივლისს თბილისის მე-4 პირველდაწყებითი სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა ვერა ავალიშვილმა თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სთხოვა, რომ მასწავლებლად იქ გადაეყვანა. იუწყებოდა, რომ ის მოსკოვის სასწავლო ოლქის სამმართველოსგან მიცემული მოწმობის ასლს (N 4115) ამზადებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ვერა გიორგის ასული ავალიშვილის პირადი საქმის მიხევდით, თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი იყო გიორგი ახვლედიანი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვერა გიორგის ასული ავალიშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, მიხეილის გამზირი N181.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ქუჩიშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. საკითხის საბოლოო განხილვა გადაიდო. 30 ივლისის სხდომაზე კი გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის დახმარების სახით 100 მანეთი მიეცა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლეო შენგელაია-ქიაჩელის თხოვნა მისგან შეეძინათ „ტარიელ გოლუა“ 80 ცალი ყდით და 48 ცალი უყდო, სულ 288 მანეთის ღირებულების. გამგეობის გადაწყვეტილებით ქიაჩელისგან უნდა შეეძინათ წიგნების ნახევარი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორის მოხსენება წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების შესახებ. გამგეობამ კორექტორის წინადადება მიიღო და სამი ოთახის დაქირავება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დავით ონიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დიმიტრი ჯავახიშვილის განცხადება საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ერთხმად მიიღეს კანონი დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს სამანდატო კომისიის მოხსენება საბჭოს წევრთა ახალი კანდიდატების შესახებ. ალიონელთა ჯგუფის ფრაქცია: ნიკოლოზ ქარცივაძე, ივანე ჯაფარიძე, ვარლამ ბურჯანაძე, გიორგი კვიკვიძე, დავით სულიაშვილი. რადიკალ-დემოკრატთა ფრაქცია: ალექსანდრე შანშიაშვილი, ქრისტეფორე კაპანაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დამტკიცდა საფინანსო კომისიის წევრების სია: ნოე ცინცაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, დავით შარაშიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, ნიკო ნიკოლაძე, სიმონ მდივანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს სალიკვიდაციო განყოფილების უფროსი ა. ი. ვეისი საერთო საქმეთა უფროსს სთხოვს საქართველოს რკინიგზით სარგებლობის წლიური სამგზავრო ბილეთები მისცენ ახალსენაკის მონაკვეთის საწყობის გამგე ვალერიან ეფიმის ძე ბექაიას და დისტანციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელ ნიკოლაი ზიგმუნდის ძე ზლოტნიცკის და ერთჯერადი ბილეთი სადგურ თბილისიდან ფოთამდე და უკან – საწყობის გამგე სევერინ ლუკას ძე გარიგას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ერთხმად მიიღეს კანონი საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის საზაფხული კურსების დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდის ხარჯის დამტკიცებისა და ამავე ფონდის აღდგენის შესახებ, გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, დამტკიცდა დღის წესრიგი: 1. შალვა ქარუმიძის შეკითხვა მთავრობისადმი აგიტაციის შესახებ, რომელსაც ზოგიერთი რუსული გაზეთი ახორციელებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ 2. რაფიელ ივანიცკის შეკითხვა მთავრობისადმი ქრისტიანი ინგილოების მდგომარეობის შესახებ. 3. რადიკალ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი უცხო ხალხის მასიური შემოხიზვნის შესახებ. 4. სამანდატო კომისიის მოხსენება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, ფინანსთა მინისტრის კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდის ხარჯის დამტკიცებისა და ამავე ფონდის აღდგენის შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ დაამტკიცა დღის წესრიგი: 1. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონების საბოლოო რედაქციები; 2. სამანდატო კომისიის მოხსენება და მთავრობის მიმართ დასმული შეკითხვების ხელახლა განხილვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ივლისს საკონსტიტუციო კომისიის წევრად გიორგი გვაზავას მაგიერ ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მხრიდან გერონტი ქიქოძე აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე და დ. დადიანი დაესწრნენ.

