რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „კოშმარული მოგზაურობა“, რომელიც ეხებოდა კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლას. ბუტკევიჩის თქმით, კისლოვოდსკში საშინელი მდგომარეობა ყოფილა. ინტელიგენცია შიმშილობდა. გენერლებს, მეფის კარის ყოფილ მსახურებს, მდიდრებს გასაწყლებული იერი ჰქონდათ, ძონძებში დადიოდნენ, ჩექმების წმენდით ირჩენდნენ თავს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ. ირკვევა, რომ გზად შემხვედრი გლეხობა უარობდა მსახიობისთვის პურის მიყიდვას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ. თურმე ურმით ყოველი 12 ვერსტის გავლისას გლეხები ითხოვდნენ 800 რუბლს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ დრამატული მსახიობის, ბუდკევიჩის კისლოვოდსკიდან ჩამოსვლის შესახებ. გზაზე ბუტკევიჩი გაუძარცვავთ და წაუღიათ მთელი მისი გარდერობი, წინდები და ფეხსაცმელებიც კი არ დაუტოვებიათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „კოშმარული მოგზაურობა“, კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ. ბუტკევიჩის ცნობით, მას ურმით მოუწია მგზავრობა 34 დღის განმავლობაში. მგზავრობა სავსე იყო დამცირების, დახვრეტის მუქარის, გაძარცვისა და ტყვედ ჩავარდნის ფაქტებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ უპასუხა საქართველოში გერმანული სამხედრო დელეგაციის უფროსის, გენერალ ფონ კრესის წინადადებას ფოთში, ახალ სენაკში, ზუგდიდსა და ანაკლიაში მოთარეშე ყაჩაღთა და ბოლშევიკთა ჯგუფების ასალაგმავად გერმანული ჯარის ნაწილების გაგზავნასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა ატყობინებდა გენერალ ფონ კრესს, რომ მან უკვე გააგზავნა ხსენებულ რაიონში სახალხო გვარდიისა და არმიის რაზმები, რომლებსაც ადგილზე უნდა დაემყარებინათ წესრიგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფოთში, ახალ სენაკში, ზუგდიდსა და ანაკლიაში მოთარეშე ყაჩაღთა და ბოლშევიკთა ჯგუფები აფერხებდნენ ამ რეგიონთან კავშირის დამყარებას, რის გამოც, საქართველოში გერმანული სამხედრო დელეგაციის უფროსი, გენერალი ფონ კრესი საქართველოს მთავრობას სთავაზობდა ადგილობრივ ჯართა მთავარსარდლის დასახმარებლად გერმანული ჯარის ნაწილების გაგზავნას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოში გერმანული სამხედრო დელეგაციის უფროსმა, გენერალმა ფონ კრესმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ დელეგაციის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, ფოთში, ახალ სენაკში, ზუგდიდსა და ანაკლიაში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ყაჩაღთა და ბოლშევიკთა საკმაოდ დიდი დაჯგუფებები, რომლებიც აფერხებდნენ ამ რაიონთან კავშირის დამყარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. შირვანზადეს თქმით, არასოდეს თბილისში არ მოიხმარდნენ ამ რაოდენობით მაგარ სასმელებს. თუმცა მწერლის აზრით, ქალაქი ადრეც ღვინით სავსე ტიკს წარმოადგენდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. შირვანზადეს აზრით, ქალაქი ხმაურიან ცენტრად იქცა, ოღონდ არა უნივერსიტეტების, მუზეუმების, თეატრების, ლიტერატურული, პოლიტიკური თუ მხატვრული წრეების სიმრავლის გამო, არამედ რესტორნების, საჩაიების, კინემატოგრაფის, ყველანაირი კაბარეების, ღვინის სარდაფებისა და სხვა ფუფუნებისა და ფულის ფლანგვისთვის შექმნილი გასართობი დაწესებულებების მოზღვავების ხარჯზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა განცხადება, რომელშიც ბარბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე, ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები იუწყებოდნენ დის, სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევას გარდაცვალებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს სურამის ებრაელთა კრებაზე სიტყვით გამოვიდა მ. დავარაშვილი. მოხსენების შემდეგ დაადგინეს, მისალმებოდნენ თავისუფალი საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ეცნობებინათ დემოკრატიული მთავრობისათვის, რომ აღელვებთ შოვინისტური და აღმაშფოთებელი გამოსვლები, რომელსაც სჩადის ორიოდე თავხედი სიონისტი პროვოკაციული ქაღალდებით. ხელს აწერენ: რაბინი დ. მ. ჯანაშვილი, ხმოსანი მ. ჯანაშვილი, ხმოსანი გ. დავრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველის მოხსენება აფხაზეთში მიმავალი კომისიის ხარჯებისა და მოხელეთა შესახებ. დაადგინეს, რომ გასაგზავნი კომისიის წევრებისთვის მიღებული ყოფილიყო დღიური ხარჯი სამიდან ხუთ თუმნამდე და ბილეთის ფასი მესამე კლასიდან პირველამდე, რაც უნდა ეცნობებინათ სამინისტროებისთვის. ხელი მოაწერეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, საქმეთა მმართველმა და მდივანმა გრ. რობაქიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბრის დილით ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს 6-ში მილიციონერი დაადგა და ამცნო, რომ მათი შესახლება დროებით შეჩერებული ყოფილა. წყვილი არ დამორჩილებია მილიციონერს.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წ. 5 სექტემბრის მოხსენება ეხება ქუთაისის ქალთა საზოგადოების პროფესიული სკოლის 9 000 მანეთით ერთდროულ დახმარებას, რადგან მასწავლებლებს 1-ლი იანვრიდან არც ჯამაგირი ჰქონდათ მიღებული და არც დახმარება სიძვირის გამო, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვს დახმარების გამოყოფას, რომელიც მთავრობამ სკოლას უკვე დაუნიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბრის თარიღით, სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო ალექსანდრე ბოგოიავლენსკისთვის, სიდედრის დასაკრძალად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ფულადი დახმარება გამოეწერათ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 5 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ვაცლავ იანის ძე როშკოვსკი სამსახურში გამოუცხადებლობის გამო კავკასიის მუზეუმის უმცროსი მცველის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

