საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88131

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 მაისს დავით ნიჟარაძე იყო ქუთაისის გუბერნიის მარშალი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით ქუთაისის გუბერნიის მარშალს, დავით ნიჟარაძეს გაეგზავნა შეკითხვა, თუ როდისთვის იქნებოდა მზად ქონებათა სიები ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელთათვის გადასაცემად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისში გამგზავრება სათავადაზნაურო ქონების მისაღებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძესა და გიორგი ლასხიშვილს დაევალათ ქუთაისის სადეპუტატოს საკრებულოს ლიკვიდაცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია. თბილისის საადგილმამულო ბანკების რწმუნებულთა სია შედგა, ხოლო ქუთაისის სიის შედგენა დაევალა გიორგი ლასხიშვილს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავას დაევალა კახეთის რკინიგზის გამგეობისთვის სამ მილიონიანი დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკების წარმოება მთავრობის პირებთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს პოლკოვნიკ სამსონ ასათიანის მიერ ფრონტიდან გამოტანილი სამხედრო ქონების დაცვის ორგანიზაციის მოწყობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის იურისკონსულის, გიორგი ქოქაშვილის თხოვნა თებერვლის ხელფასის მიცემის შესახებ და დაადგინეს მისთვის მოთხოვნილი ანაზღაურების გადაცემის საკითხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 მაისს გამგეობის თავმჯდომარემ, ვ. გოგიჩაიშვილმა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა რუსეთ-ინგლისის ბანკიდან 1 მილიონის კრედიტის აღების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის მუშაობის ანგარიში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი განყოფილების ყოველი ქმედება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს თავდაცვის კომისიის თხოვნა, პოლკოვნიკ ვასილ კარგარეთელისათვის 20 000 მანეთის გადაცემის საჭიროების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ ამიერკავკაციის გამიჯვნის კომისიას უნდა დამატებოდა დიმიტრი ხოშტარია, მიხეილ მაჩაბელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე აფხაზი და გიორგი გვაზავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე, გიორგი ლასხიშვილი გამოვიდა ინიციატივით, ეროვნულ საბჭოს აერჩია კომისია ამიერკავკასიის სახელმწიფოსა და საქართველოს კონსტიტუციაზე სამუშაოდ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძე ისაუბრა წინა შეხვედრისას გამართულ დისკუსიაზე, სხვა ეროვნულ საბჭოთა წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა კავკასიაში მცხოვრები გერმანელების განცხადების შესახებ, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციის შემუშავებაში მათ მონაწილეობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა ამიერკავკასიაში საერთო საბაჟო ხაზის არსებობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა სამოქალაქო უფლებების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა ფედერალური სასამართლოს დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტისა და ამიერკავსიის ერების გამიჯვნის საკითხების შესახებ კომისიაში ყველა ფრაქციიდან თითო წარმომადგენელი უნდა შედიოდეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის კომისიის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შემადგენლობაზე: ავეტიკ სააკიანი, პავლე ინგოროყვა, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე მდივანი, დავით ონიაშვილი და ხატისოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის თაობაზე შექმნილ კომისიას დაემატა ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ხოშტარია, მიხეილ მაჩაბელი, ივანე აფხაზი, ექვთიმე თაყაიშვილი, შალვა მიქელაძე და გიორგი გვაზავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდა 21 წევრი და 24 კანდიდატი, მათ შორის: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა მუსულმანების პოზიციასთან დაკავშირებით, კავშირის წარმომადგენლებისთვის წევრობიდან უმტკივნეულოდ გასვლის შესახებ.