რეგისტრირებული ფაქტები92423
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სარევიზიო კომისიაში აურჩევიათ ბახტაძე და მალჩარსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სარევიზიო კომისიაში აიჩიეს ამატიანი, ჩხაიძე, ბერეჟიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სადამკვირვებლო საბჭოში აირჩიეს ვ. როხლინი, თევდორე ღლონტი და ნაცვლიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აირჩიეს ლოსკუტოვი და წულუკიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აურჩევიათ: რამიშვილი, შალვა წერეთელი და ს. ფონშტეინი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აირჩიეს დარჩია, გოგებაშვილი და თალაკვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ჩქარა ქრებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ ადგილას, მარტყოფისა და ნორიოს მსგავსად, ნავთობი ნიადაგიდან ჟონავდა და ზედაპირზე გუბეები წარმოიქმნებოდა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ზაქარია თუშმალოვს ნაკვეთი ჰქონდა დაბა მარტყოფში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, დაბა მარტყოფთან ნავთობსაბადოს აღმოჩენის მიზნით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები გაჩერებულა და მიტოვებული ჭაბურღილი ახალ ენერგიულ მეწარმეებს ელოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ დაწყებული გათხრები ინჟინერ კ-ს გაუგრძელებია. თუმცა უსახსრობის გამო სამუშაოებმა დიდხანს ვერ გასტანა და ინჟინერს ვერც ადგილის გაყიდვა მოუხერხებია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, თბილისის ოლქში მდებარე დაბა ნორიოსთან ნავთობის საბადოს არსებობის აშკარა ნიშნები შეიმჩნეოდა. ამის დასტური იყო ნიადაგიდან გამოჟონილი თხევადი მასა, რომელიც შავი ტალახივით გუბეებს ქმნიდა ზედაპირზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვი სინანულს გამოთქვამდა, რომ საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე, ბოროტი ბედისწერის გამო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, მიწის სიღრმეში იდო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი „უპოვარი მძარცველები“. ფელეტონის მესამე ეპიზოდი ეძღვნებოდა კახელ გლეხს, რომელსაც 10 000 რუბლად ხან ფქვილის შეძენა სურდა ქართლში, ხან – ღვინისა კახეთში, ხან – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თბილისში. ბოლოს ამ ფულად შეიძინა რევოლვერი, რომლითაც 10 მოქალაქე მოკლა, გახადა ძვირფასი სამოსები, მერე კახეთში გადაცვალა ეს ყველაფერი ღვინოზე, ღვინო – ფქვილზე ქართლში. ბონების გარეშე დარჩენილს თავზე საყრელად ჰქონდა პური და ღვინო და საქონლის გაცვლის კანტორის გახსნას გეგმავდა საომარ მდგომარეობაში მყოფი და ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ნ. კანდელაკი იყო კავშირგაბმულობის სამინისტროსგან ბაქოში ნავთობ-პროდუქტების შესყიდვების რწმუნებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, აზერბაიჯანისგან ნავთობპროდუქტების შესაძენად ბაქოში მიემგზავრებოდა სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდნენ: კანდელაკი, ოგანეზოვი და ა. ა. ტოლსტონოგოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის გამგეობის მთავარი კონტროლიორის ი. ს. პეტრაკოვსკის მოხსენების თანახმად, კონტროლიორ გრიგორ ბეჟოევს ორმაგი საფასური აუღია ტვირთის გადაზიდვაში. ქალაქის გამგეობას აქტები გაუგზავნია იურისკონსულტთან ბეჟოევის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

