საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს არმიის მე-2 რანგის სარდალი იაკობ ალკსნისი სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საჰაერო ძალების უფროსად დაამტკიცეს.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ და მისმა მოადგილემ, თენგიზ ჟღენტმა.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, ნოე ჟორდანიას დავალებით ნიკოლოზ ელიავა დაესწრო.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს, როგორც მალაქია ტოროშელიძის აღიარებიდან ირკვევა, ნოე ჟორდანიას ბლოკს „საქართველოს ნაციონალური ცენტრი“ ბუდუ მდივანი კარპო მოდებაძის დახმარებით დაუკავშირდა.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს სახალხო კომისარიატის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, მ. ლომინაძემ, ქრისტინე შარაშიძე სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე მოხსენების წასაკითხად მიიწვია და სთხოვა, მოსალაპარაკებლად სექციაში წინასწარ მისულიყო.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წლიდან კალე ბობოხიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის საბავშვო სექციას.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1938 წლებში კალე ბობოხიძე იყო რადიოკომიტეტის განყოფილების გამგე.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს სურენ ავჩიანი შევიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1942 წლებში კარლო კალაძე იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორის მოადგილე.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის მოთხრობათა კრებული.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წლიდან აკაკი ბელიაშვილი მუშაობდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის კინოსექციის ხელმძღვანელად.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1939 წლებში ალიო მირცხულავა იყო მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ლადო კეცხოველი“, რომელიც დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმავე წელს.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი „ქართული საბჭოთა პოეზია“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის „ილია ჭავჭავაძის მხატვრული მემკვიდერეობა“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის „შოთა რუსთაველი და სოციალური თანამედროვეობა“.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1942 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო თბილისის კინოსტუდიის სასცენო განყოფილების რედაქტორი.

1937

ტიპი: ავტორობა

1937-1939 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა რომანზე „ახალი ხმელეთი“.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წელს სოფ. გუბისწყლის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე ჩომახიძე გარდაიცვალა.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს რევაზ გაბიჩვაძემ დაწერა ოპერა „ვეფხისტყაოსანი“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „აჭარის მთებში“.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის სამმოქმედებიანი დრამა „ოქროს ვერძი“.