რეგისტრირებული ფაქტები81196
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ილია გიორგის ძე ხრისტოფოროვი თბილისში იურისტად და ნაფიც მსაჯულად მუშაობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე თელავისა და თიანეთის მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიური კრების მუშაობაში, რომელზეც განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, იმ მამულების საკითხი, რომლებიც ვერ გაიყიდა და ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხი.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1931 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე გამომცემლობა „ქართული წიგნის“ დირექტორი იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიიდან მიიღო მივლინება პეტერბურგში გასამგზავრებლად და გრაფ დიმიტრი სოლსკის თავმჯდომარეობით დაგეგმილ განსაკუთრებულ თათბირში მონაწილეობის მისაღებად. შეკრების მიზანი იყო კავკასიის ადგილის განსაზღვრა რუსეთის საკონსტიტუციო წყობილებაში და სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის დებულების შემუშავება.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 28 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში ესტუმრა, სახელმწიფო საბჭოზე წარმოსათქმელად დაწერილი სიტყვა წააკითხა, რომლითაც საქართველოს ავტონომიას ითხოვდა და აზრი ჰკითხა. მასპინძელმა არ ურჩია ასეთი მოხსენებით გამოსვლა, რადგან ამას შედეგად მხოლოდ მომხსენებლის კარიერის გაიფუჭება მოჰყვებოდა. ილია ცდას მაინც აპირებდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლისთავზე ქალაქის თვითმმართველობას მიმართა, რომ ერთ-ერთ ქუჩას ბროსეს სახელი დარქმეოდა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა ვასო აბაშიძეს სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს მისალოცი ბარათი გაუგზავნეს, რომელსაც შუაში იაკობ ნიკოლაძის ნახატი ამშვენებდა. ბარათს ხელს აწერდნენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე ახალშენიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვ.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1937 წლებში ივანე პაპასკირი გაზეთ „აპსნი კაპში“ პარტიული განყოფილების გამგედ მუშაობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 5 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ ილია ჭავჭავაძესა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მღვდელმსახურების 40 წლის იუბილეს მილოცვისთვის.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1930 წლებში ივანე პაპასკირი მუშაობდა აფხაზეთის კოოპერატიული გაერთიანების კავშირში ინსტრუქტორის თანამდებობაზე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივანე გრიგოლის ძე პაპასკირი დაიბადა 1902 წლის დეკემბერში ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში.