საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82929

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ზურაბ გამყრელიძე იყო ყოფილი აზნაური.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ გამყრელიძე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ზურაბ გამყრელიძე სოფელ ზოდში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 24 წლის ზურაბ გამყრელიძე დააპატიმრა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ვაჭართა საზგადოების შენობაში გამართულ საზოგადოების კრებაზე განიხილეს, როგორ აღენიშნათ მამასახლის იგორ დავიდოვის 25 წლის სამსახური.

1902

ტიპი: განათლება

1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭრობა დაიწყო ალექსანდრე ნებიერიძის ფრინველის მომშენებელმა ამხანაგობა „კოლხიდამ“.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაამთავრეს კასიანე ინგოროყვამ, ვლადიმერ ჭოღოშვილმა და ვიქტორ ბაქრაძემ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ვაჭართა საზოგადოების შენობაში გაიმართა საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ი. ა. შადიმანოვი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 15 ოქტომბერს მიწათმოქმედების მინისტრ ერმოლოვს ესტუმრნენ ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი და სოკოლოვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომ კონსტანტინე გონიევს განჯის გუბერნიაში წასვლა და ამერიკული ვაზისათვის სანერგე ადგილის მოძებნა დაავალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან პოლიკარპე ჩხიკვიშვილის, ილია ბახტაძისა და მიშა ქუთათელაძის მონაწილეობით ხონში წარმოდგენები იმართებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის (გ. შინატეხელის) ლექსი „ახალი მუხამბაზი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლავრენტი დავითის ძე ძიძიგურის ლექსი „ყორანი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ხონში ბუდუ მდივნისა და ვარლამ შავდიას ინიციატივით წარმოდგენებს ხშირად მართავდნენ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თედო ჟორდანიას განკურნების შემდეგ თბილისში უნდა ეცხოვრა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლიდან რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ალექსანდრე მაჭარაძის, კოლია მდივნისა და ივანე ქუთათელაძის მონაწილეობით ხონში წარმოდგენები იმართებოდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ალექსის ძე რუხაძის „შენ მღეროდი!“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი ექიმად მუშაობდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო გუბერნიის სახაზინო პალატის მმართველი მ. ა. გრიგორაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძის ლექსი „საღამო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ალექსის ძე ქუჩიშვილის ლექსი „ნაწყვეტი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 ივლისს ხარფუხის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას შარჟი „სამთა კავშირი“ და ნატალია დონდაროვას „გაცრუებული იმედები“. სპექტაკლებში მონაწილეობდნენ: ტასო აბაშიძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ვასილ აბაშიძე, გედევან გედევანოვი, დავით მგალობლიშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაბეჭდილ წერილში ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავდა, რომ იასე კერესელიძისგან კიდევ არ ჰქონდა მიღებული წიგნების ფული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სერგი ნიკოლოზის ძე ვორონოვს შემოდგომაზე თბილისში სასცენო სტუდია უნდა დაეფუძნებინა.