საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92889

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 ივნისის „დროების“ ცნობით, დ. გაბაშვილი მოცეკვავე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 ივნისს ანდრიას ავაქიანცის სახლში ცეცხლი გაჩნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძე თაღლითურად ვაჭრობდა, რის გამოც მომხმარებელმა კვალიაშვილმა უჩივლა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძე ვაჭარი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 ივნისის „დროებაში“ ოსების საჩივრის შესახებ ალექსანდრე შაიშმელოვის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 ივლისის „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატიის „ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის განყოფილება ძველ სენაკში“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯავახოვის დედამ შვილის ჩამოხრჩობა მოითხოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, იტალიელი მხატვარი ფრანც რუბო გიგო გაბაშვილთან ერთად ყარსში იმყოფებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 ივლისის „დროებაში“ იოსებ ქავთარაძის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის ივლისში ნიკოლოზ მესხიევი ახალციხის მაზრის უფროსად დანიშნეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 ივლისის გაზეთ „დროებაში“ იოსებ ცისკარიშვილის სტატია „სიღნაღი“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ილიას ძე დადიანი ელენე იულონის ასულ წულუკიძისას ძმისწული იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მსახიობთა კავშირი აუწყებდა საზოგადოებას, რომ 5 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში უდროოდ გარდაცვლილი მსახიობის, გიორგი იშხნელის წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძისას წლისთავზე პანაშვიდს გადაიხდიდა ოჯახი: ძმა იოსებ დადიანი და მისი მეუღლე თამარა გრიგოლის ასული, ძმისწულები − ილია დადიანი, ეკატერინე და მისი მეუღლე ვლადიმერ ალექსის ძე ჟერებკოვი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 ივლისის „დროების“ ცნობით, ალექსადრე დონდუკოვ-კორსაკოვი თბილისში დაბრუნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 ივლისის „დროების“ ცნობით, გენერალი ბაევი ირანში სავაჭროდ ხელსაყრელი ადგილების შესარჩევად გაგზავნეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამთო ინჟინერმა გიორგი დეკანოზიშვილმა ქალაქის გამგეობაში შეატანა განცხადება, ქალაქის ინჟინრის, ტ. ა. ენფიაჯიანცის ადგილს ითხოვდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის მფლობელი შაპოვალოვა თავის ბიბლიოთეკას 2500 მანეთად აფასებდა.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის მფლობელ შაპოვალოვას ბიბლიოთეკაში იყო 8000 ტომი რუსული და 1300 ფრანგული წიგნი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ხონის ინტელიგეციამ საზაფხულო წარმოდგენების მოსაწყობად მიიწვია მსახიობები – ნატალია ჯავახიშვილი, ვალიკო შალიკაშვილი და ნიკო გვარაძე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის სექტემბრიდან სახალხო თეატრის სომხურმა სექციამ მსახიობი ისაკ ალიხანიანი რეჟისორად მიიწვია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის მოთხრობის „ჩვენი მსახიობი ტალღათა შორის“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის ივნისში სომხურმა დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა რეჟისორად მიეწვია მწერალი ალექსანდრე მოვსესიანი, ხოლო მორიგე რეჟისორებად – არმენ იპეკიანი და ოვი სევუმიანი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის მოქალაქეთა საქმისმწარმოებლად ნამყოფმა ჭილიაევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა შუამდგომლობა მოქალაქეთა მოურავ ედიგარ ედიგაროვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908-1909 წლებში ხონში საზაფხულო წარმოდგენების გამართვას მიწვეული მსახიობი ნიკოლოზ გვარაძე ხელმძღვანელობდა.