რეგისტრირებული ფაქტები91727
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ვიქტორ გამყრელიძემ სპექტაკლში „პატარა კახი“ გელას როლი შეასრულა. წარმოდგენას ესწრებოდნენ ოლივერ უორდროპი და ალექსანდრე სუმბათაშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში წარმოდგენილ პიესაში „ნამუსისათვის“ ტასო აბაშიძემ მარგარიტას როლი შეასრულა, ვასილ აბაშიძემ – ვაჭარ ანდრიას ელიზბარიანისა, გედევან გედევანოვმა – საღათელასი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში ჟურნალ „ჯეჯილის“ 20 წლის იუბილე აღნიშნეს. საიუბილეო წარმოდგენას ჟურნალის რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილიც დაესწრო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის შემოდგომაზე ვასო აბაშიძემ ვალერიან გუნია და დათიკო აწყურელი პირველად გამოიყვანა სცენაზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს ანასტასია აბაშიძის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს შირვანზადეს პიესა „ნამუსისათვის“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე ქართული დრამატული საზოგადოების სახელით სიტყვა წარმოთქვა ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე გაბრიელ სუნდუკიანცი ქართულ-სომხურ ენაზე მომზადებული სიტყვით გამოვიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, სენაკში კინწურაშვილის სახლის ქვევრში ყირიმის ომიანობისდროინდელი სვირული ღვინო იპოვეს.

