რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 მარტს ცხინვალში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში ნატო გაბუნია-ცაგარლისა, დავით გამყრელიძე, ნიკოლოზ ერისთავი, სოფრომ მგალობლიშვილი და ალექსანდრე ჩოფიკაშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის საქმეს დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი იოსელიანი და ვასილ ყიფიანი მედიატორობდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოზურგეთის კომერციული ბანკის, „ოზკომბანკის“ საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებდა, რომ ბანკის აქციებზე ხელმოწერა დაიწყო 5 იანვრიდან და გაგრძელდებოდა 30 იანვრამდე. ხელმოწერები მიიღებოდა: ოზურგეთში − საურთოერთო ნდობის საზოგადოების ბანკში, ქუთაისში − დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ფოთში − აქციონერულ სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ბათუმში − კონსტანტინე სიკოს ძე ტუღუშთან და ივანე დავითის ძე გოთუასთან, ლანჩხუთში − თეოფანე პეტრეს ძე სიხარულიძესთან, ჩოხატაურში − ფიადორ ბიჭიას ძე ჩხიკვიძესთან და მასიკო ნიკოლოზის ძე ცინცაძესთან.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 თებერვალს სოფელ ქვეშეთის პრისტავმა ბერიძემ მლეთაში თბილისიდან გამოქცეული 3 ავაზაკი დაიჭირა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 10 მარტის „დროების“ ცნობით, ბარბარე ორბელიანის სახელზე 11 მარტს მცხეთის ტაძარში წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 11 მარტს დიმიტრი სტაროსელსკის სახელზე საგურამოს თადეოზის სახელობის საყდარში წირვას ჩაატარებდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 თებერვალს თელავში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ ღონისძება გაიმართა.

